kids.ge logo

შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო

ფავორიტებში დამატება

მინდა, რომ სევდა დაგისმარო,
რომ მოგწვდე გულის ფიცრამდე,
ცაში გაფრენილ არწივს ვედარო,
დაღადრულ მიწას ფრთებით გიწამლებ!

მინდა, დავჭექო სვანური "ლილე",
„იავნანინა“ ვუმღერო თეთნულდს,
შხარას სიმაღლეს კამარა შევკრა,
ყური დავუგდო ენგურის ფერხულს!

მინდა, მთის ხიბლით ალმოდებულმა,
ბარიც სიცოცხლით გაგიმზინო,
"წინწყარო" ლაზურ "დიდოდოსთან"
ღვთიურ სიმებში ავახმინო!

მინდა, იმერეთს დარი ვუკურთხო,
ფშავ-ხევსურეთს კი ილაღები,
რაჭას ლამაზი სიდარბაისლე,
გურიას სხარტი "ბათები"!

ვიცი, რომ სევდას დაგისამარებ,
გულის ფიცრამდე ლოცვით მოგწვდები,
შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო,
ქართულ მიწისთვის ვფიცავ, მოვკვდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცნობისმოყვარე ცუგრიაეზოს ფრთხილად დარაჯობს, ყურპანტურა ცუგრია, წიწილებთან თამაში, იცით, როგორ სწყურია? ქანდარაზე შემომჯდარა, ...ძილისგუდა ლაშადილით ადრე გაღვიძება დაეზარა ლაშას, ის დროა, რომ მიდიოდეს სკოლისაკენ ჩქარა. დედა ისევ ეხვეწება, -ადე, ძილ...დედა გაახარესსკოლიდან რომ დაბრუნდნენ დემეტრე და ლელა, გადაწყვიტეს არეული სახლის დალაგება. იატაკი დაგავეს, ხალიჩაც გადა...ვარდმა თქვასურნელი მაქვს უკვდავების, სილამაზე ველური, ყვავილების დედოფალას, ვარდი მქვია რჩეული. მოგილოცავთ, მეგობრებ...იას სიმღერა-გაზაფხულდაო! - ამღერდა ია, -გადმწვანდაო ირგვლივ მთა-ბარი, -გაიღვიძაო, ჩქარა, აქ არის, ყოჩივარდაო, ჩემი დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026