kids.ge logo

მირიან ბატონიშვილს

მეორე

ფავორიტებში დამატება
რაცა, განათლებულო,
გებრძანეს ჩემგან წერითა, -
ასჯერ მადლობით მკითხველი.
მე ვერა გავძეხ მზერითა
ქება მოგიძღვნა, ვითა ვთქვა,
რა გკადრო შესაფერითა?
მუქაფად ღმერთმან გვირგვინი
შეგიქმნას თვისის ცერითა!

ხრმალთა და ქაფქირთ ღირება,
რადგან ოსმალთა გვჭირება,
მათ ვინღა ახირება,
რა გინდ სით იყოს ხშირება?
მე მათი ასე მცირება
როდეს შემეჭირება,
გარნა თუ ჩემი მწირება
ჰსჯულად არ დამეფირება!

თქვენ მღვდელსა თვისი ნაწერი
საამჯმნოდ გა[ა]ხდევინეთ.
ცოცხალსა ტყავსა ვინ გახდის?
მაგრამ მას გაახდევინეთ!
მაგის აქ სირბილს და მანდა
ეს რადღა გარდახდევინეთ?
ჭოპოს ლაპობით პირს ქაფი
ქაფქირით მოახდევინეთ!

სხვა მოგახსენო უცხოი,
ეს ქვრიმად დამითესია:
თქვენც გეხსენებათ, ყიზილბაშთ
რა ჰსჯული აქვთ და წესია.
თვისი ლაქია მან მოკლა,
მაზედ რა უბრმესია;
სხვას პოსლანიკსა სისხლსა სთხოვს.
ჭირში ჰყავს დანამკვნესია.

ნეტა გიჩვენათ, ამაზე
ვითა კასკასებს გრიგორი.
სევდით განეყო დალაქსა,
თქვა: "თამაზასთან ვიგორი".
მერე გრიგორს მოსტეხეს
ხელი; კრივ-კულაჩს იგორი.
თუ ასე ასტყდენ, ვერ, ვგონებ,
გარდავლონ ჩიმი-დიდგორი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე შენი მგონემე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო, მთიებო პირო, მიჯნურ...სვისადმისახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო, მბრუნაო დღეო! უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო, მხიბლაო მწეო! მიმდომთა შენთ...ბაიათიაწ, ვიწყო ბაიათი, რტოს გძღვნიდე ბაიათი! გიშრის მშვილდის მოზიდვით ისარს მკრავ ბაიათი! სახედ მომცა მანათა, ...ეტლზედეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა. სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა. მაშა ვითა ვსცნა? მსურს ...ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026