kids.ge logo

ჰიმნი ქართულ ანბანს

ფავორიტებში დამატება

შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,
რა გუშინ
გაჩნდი თვალის ჩინად,
რამედ მზით
მოენთე ბრწყინვად -
ოცდაექვსი საკუნის წინად...

იმდროდან
დაწყებული დღემდე -
როს გათენდა,
მზით ანთებულ ზემდეგ,
სერზე აველ,
მთაწმინდაზე შევდეგ
ოცდაექვსი საკუნის შემდეგ.

შენ სიძველის
გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი
ხარ ჩუქურთმის მსგავსი -
დიდის გზნებით
სე იყავ სავსე
ოცდაექვსი
საკუნის წინად...

ცხრაასხუთი.
ოქტომბერი. ომი.
ჩემს ახლოს დგას
კაცთ ახალი ტომი.
ხელთ უპყრი
ლექსთა ჩვენთა ტომი -
ოცდაექვსი საკუნის შემდეგ.

მარადისი
სიახლე გაქვს ორბის,
ხველები
გრეხილების ორფის,
გაშვენებდა
ახლის წინამორბედს
ოცდაექვსი საკუნის წინად...

სევდინის
და როდესმე ობლის
გულმხურვალე,
როგორც ზრუნვა მშობლის.
ხარ აღმდგენი
ქალაქის თუ სოფლის
ოცდაექვსი
საკუნის
შემდეგ.

შენით მღერდა
მომღერალი ვეფხვის,
დარებლად
მცოდნე ლექსის ხერხის.
ეს შრილი
ყო მრავალ ვერხვის
ოცდაექვსი
საკუნის წინად...

შენ სიმები
მოგაქვს ჩემი ქნარის,
შენ შეჰხარი
თავისუფალ მხარეს,
შრომას ერთგულს,
თავდადებულს, ცხარეს,
ოცდაექვსი
საკუნის შემდეგ.

ქალიშვილი
შენით მღერდა ჩონგურს,
შენ ჯერ უშლელს
მაშინ ჰგავდი კოკორს.
აწ სულ სხვა ხარ,
არ იმგვარი, როგორც
ოცდაექვსი საკუნის წინად...

კვლავ გვინათე,
როგორც ეხლა გვინათ,
რა იყო და
რაა ახალ ბრწყინვად -
ოცდაექვსი
საკუნის წინად,
ოცდაექვსი
საკუნის შემდეგ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხარი მხარს, მხარი მხარს!მხარი მხარს, მხარი მხარს! კოლექტივო, მხარი მხარს! აბა, ჰე, აბა, ჰე, აბა, მივცეთ მხარი მხარს! წავიდეთ, მოვ...ქალაქისაკენწავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ. ის გამოვიდა ძლიერ ადრე...წიწამურში რომ მოკლეს ილიაწიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დათავდა დიდი, ძველი სიმღერა და იდილია, ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი. ...რაც იქნეს – იქნესროს სიბნელეა და გზას ვერ ვიგნებ მენატრებიან ფრთები თეთრები, მაინც არავის არ ვევედრები: გზა გამასწავლეთ, გ...ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალაქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა ზაფხულის ტყეებს გადაახალა. ისმოდა ხმები ახალ-ახალი, ტყე ტაძარივით იყო მაღალი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026