kids.ge logo

შემწვარი კარტოფილი

ფავორიტებში დამატება

განა ასე ძნელი
კარტოფილის გათლა?!
მერე კარგად გარეცხვა,
მერე დაჭრა თხლად-თხლად.
ჯერ შავ ტაფას ვაცხელებთ
(არც ტაფას ვწვავთ, არც ხელებს),
ზეთს ვასხამთ და კარტოფილს
ვყრით ტაფაზე შიშხინით,
კარგად რომ შეიბრაწოს,
ვურევთ ხის კოვზს ხშირ-ხშირად.
გარჯა არ დაგეზაროთ,
ნუ მივირთმევთ მარტო “ფრის”,
რა სჯობია ოჯახში
კარგად შემწვარ კარტოფილს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაკვირვებული ჟირაფიდედა ჟირაფ ჟინას შეეძინა შვილი, დაიბადა ბიჭი, მას დაარქვა ჟიჟი, დაიბადა გოგო, მას დაარქვა ჟოჟო. ჰოდა, დედ...აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...ლექსების რიგშიარც ვაშლებს, არც კანფეტებს, ბებო ლექსებს არიგებს, თითო შეხვდა ელენეს, იკას, სანდროს, მარიკოს. რიგში დგანა...კონკი-ჟღარუნატურა, კონკი-ჟღარუნა, წითურა და ჟღალუნა, მთელ სატურეთს არცხვენს, არც პირს იბანს, არც ხელს! მუდამ დაუვარცხნ...ზღაპრით დაპურებაპაწაწინა ზღარბუნებს, დედა ზღაპრით აპურებს: – იყო არა, რა იყო, ზღაპრის კარი გაიღო. დაიძინეთ, ადრე უნდა ადგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026