kids.ge logo

გლეხის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ბა, შავხედნოთ ქვეყანას:
ძირს ვაკე, მაღლა მთებია;
ზოგან ხევები, სხვაგან ტყე,
კლდედ მივალი გზებია.
რამდენჯერ დავფიქრებულვარ,
გულშიაც ცეცხლი მთებია;
სხვაზედ ვერაზედა დავმდგარვარ,
მარტო ეს მიფიქრებია:
ღმერთი რო კაცსა გაჩენს,
თანვე დაწერს ბედსაო,
ზოგს მისცემს ბატონობასა,
სხვას-კი დაუხრის ქედსაო.
ვენაცვლე უფლის სახელსა,
ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო:
ღმერთმა დამბადა მუშადა,
მან მიკურთხა მარჯვენა,
უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო
და გამოვკვებო ქვეყანა.

ლალის ოფლით ნაშონსა
ლუკმას ვსჭამ გემრილადა:
ვიცი, რომ ჩემი შრომაა,
ჯაფით მოსული ხელადა;
დარალულს ქვა რომ მაჭამიო,
მომეჩვენება ქადადა.
ბედნირი ვარ, ოღომც-კი
ქვეყანამ მიცნოს კაცადა.
კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ,
ვაჟკაცი ნამუსინი;
ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ,
სახნავი სასუქინი;
ზღვადა დგა ჩემი ყანები,
ყანები თავთუხინი;
საქერეს ქერი მითესავ,
ქერია ჩარათინი,
სავსე კოდები მიდგი
ყველიან-კარაქიანი.
ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა,
მარჯვენა ბარაქინი!

ფალს აუნთებ სანთელსა,
გლეხურად შევეხვეწები;
ცის, გლეხი ვარ, შემინდობს,
თუნდაც დავაკლო წესები.
ვერთგულობ მამა-პაპასა,
მათში მიდგა ფესვები.
სუყველა თავისი მაქვის,
სხვებისას არას ვეხები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...მხედართა ძველი სიმღერამიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა - ტანზე აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა, რომ შიშს ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...მოდი, მოხშირდი, ჭაღარავმოდი, მოხშირდი, ჭაღარავ, წვერ-პირი მორთე თეთრადა, ეხლა იარონ იქნება ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა მომწყინდა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026