kids.ge logo

ზარმაცი

ფავორიტებში დამატება

ცხარობს, ბრაზობს ზარმაცი,
ძილს არავინ არ აცლის.
ქეთ დედა ბუზღუნებს,
ქით ქარი ზუზუნებს.
მამლაყინწამ ყივილით
რემარე აიკლო,
მაგრამ ვინ გადაფარავს
ბოჩოლების ბარიტონს.
ყვიტ-ყვიტებენ იხვები,
ყიყინებენ ბატები,
ბჭობენ ინდარები
და კნავიან კატები.
გოჭი ჭყივის, ძაღლი ყეფს,
დილა ყველას აფხიზლებს,
მხოლოდ ზარმაცს სძინავს და
ბერავს გუდას საძილეს.
-იმ გუდაში რა ყრია?
-რა ყრია და არც არა,
დილის სუფთა ჰარი
ბრიყმა ძილში გაცვალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაცი კუკუზის ხის ტოტზე ბაციკუკუ სევდიანად გასცქერს უკუნს: – ყველას სძინავს და მე ვიღას ვეთამაშო, ვუთხრა - კუკუ!...მართაერთი ციცქნა მართა ბრაზობს -რას ჰგავს ჩვენი სადარბაზო! ვინ დაყარა კევები, ვინ დათხვარა კედლები? კიბეებზე ვ...ქინქლაგაიმართა წელში ქინქლა, დადგა რთველი, როგორც იქნა. დასტრიალებს ვენახს თავზე, დაწურავენ ყურძენს ხვალ-ზეგ. ჰ...დუნკლი დუნკლიდუნკლი, დუნკლი, დუნკლები, ბატის თეთრი ჭუკები, ჟრიამულით აიკლეს განიერი შუკები. როგორც ჯარისკაცები, მწკრივ...აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026