kids.ge logo

ლილი და მზე

ფავორიტებში დამატება

მზის ამოსვლას ელოდება
მხირული ჩვენი ეზო,
მზის ამოსვლას ელის ლილიც,
საგები რომ გაამზევოს.
გამოფინა უკლებლივ
მზეზე საბან-გობანი,
ვანი ათასფერს
დაამსგავსა გობელენს.
აბრეშუმის საბნები-
ბამბის გოლითები,
ზოლებიან ლებებს
მიუწვინა გვერდი-გვერდ.
მზეს უფიცხებს ლილიკო
ჭრელა-ჭრულა მუთაქებს,
(ტკბილად ჩაგეძინება,
მოდებ თუ თავქვეშ).
ბალიშები ბუმბულში
ლამაზ სხივებს იწნავენ,
გამოფენა ფერადი
შვენის ეზოს სიმწვანეს.
ფუმფულდება მზის გულზე
მთელ დღეს საბან-გობანი,
დახეთ,როგორ სასწაულს
ახდენს ცეცხლის გორგალი.
გაბერა საბნები,
ბალიშები აფუვდა,
ლებები ერთბაშად
გასუქა ზაფხულმა.
გამზევება საგების
რის მართლა საქები.
განამზევებ ლოგინში
ძილი სხვაა სრულებით,
ივსება სიზმრები
ფერით და მზის სურნელით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაყაყების ზეიმიაუზის წყლის დამყაყება იზეიმეს ბაყაყებმა, დაიბერეს ლაყუჩები: –არც იფიქროთ გავყუჩდებით! ყიყინებენ: ყი, ყი, ...აბეზარი კრაზანებიაბეზარი კრაზანები ფუტკრებს ყოფას აზარებენ, მათ კი არ სურთ, ჭრელმა ურდომ სკის ახლობლად დაიბუდოს. მაგრამ ახ...ზაქის არჩევანიჩვენი ზაქი, ზაქარა რას უწუნებს ამ ქალაქს? _განა რამეს უწუნებს, მართლაც ხარობს ნანახით, მაგრამ ასფალტს ტკი...დაკარგული ჭუჭულიდაეკარგა იხვს ჭუჭული, ბაფთიანი, გაპრანჭული. ეძებს იხვი თავის ჭუჭულს, აღარ ტოვებს კუთხე-კუნჭულს: – სად წავ...* * *ანანია, მანანია, შენი გული ალალია, ალთას წახვალ, ბალთას გნახავ, ცხრა ზღვას და მთას გადავლახავ. არულო და მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026