kids.ge logo

ელენე და პეპელა

ფავორიტებში დამატება
პეპლებს დასდევს მთელი დღე,
ლენიკო ჭკვინი,
გოგო არის პატარა,
ცელქი წითელთმინი.
დაჭირე პეპელა?
-ეკითხება ბებია,
ჩემო ბებო დაჭერა
სულ არ გამჭირვებია,
მაგრამ მერე გავუშვი,
შემეცოდა საწყალი,
მოკვდებოდა ბადეში,
ხომ ვარ ბებო მართალი?
-კი, ბებიკოს სიცოცხლე,
კარგი გოგო ყოფილხარ,
გერ შენი პეპელა,
სევ შენთან მოფრინდა.
-ამ ჩვენს ლამაზ ბუნებას,
ძლიერ გავუფრთხილდები,
კოლოგი გამოვალ,
ბებო, ამას გპირდები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედასჩემო საყვარელო, ჩემო საფიცარო, ჩემო მშვენიერო დედა, სითბოთი მევსება გული და თვალები, როცა გაღიმებულს გხედ...ზღარბიზღარბი ზაგუ ტყის დარაჯი, რა კაცური კაცია, არის დინჯი, მოხდენილი ეკლის ქურქი აცვია. შეგროვილ წაბლს, მსხალს...საკვირაო ბაზარიგაუმართავთ ცხოველებს საკვირაო ბაზარი, მოაგორეს ციყვებმა, წაბლი უზარმაზარი. მაჩვი ყიდის ვაშლის ჩირს, რკოს ...თხილის ქურდისხვენში თაგვი დავლურს უვლის, რა აცეკვებს ნეტავ? ბევრი თხილი მოაგროვა, გაახარა დედა. ეს ამბავი თხილის პატრ...მსუნაგი ფისოჩემი ცელქი ფისუნია, სახლში შემოიპარა, გამიტეხა ფინჯანი და რძე სულ დამიღვარა, მერე ახტა თაროზე, მოიპარა კა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026