kids.ge logo

მეცამეტე გოჭი

ფავორიტებში დამატება

დაბადნენ გოჭები,
ლოტოს მრგვალი კოჭები
და დინგების ცეცებით
დედის ძუძუს ეძებენ.
დედა ღორი ღრუტუნებს:
-დაცავით რიგი,
ვინც პირველი დაბადა,
წინ შეჭამს იგი!
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა,
ძუძუს წოვენ გოჭები
გვერდულად და ირიბად.
ცხრა, ათი და ჰა, კიდევ
თერთმეტი და თორმეტი,
სულ თორმეტი ძუძუ აქვს,
არ სჭირდება ღორს მეტი.
მაგრამ ეს რა ხმა ისმის,
დედა ღორს ვინ ფხოჭნის?
-თურმე დაბადებულა
მეცამეტე გოჭი!
ხუტება და-ძმებს,
ძებს ძუძუს და რძეს.
დედა ღორი დარდობს:
-დარჩა გოჭი მარტო.
მაგრამ ჩვენმა გოჭებმა,
ლოტოს მრგვალმა კოჭებმა,
წრიპა მეცამეტე
განა გამეტეს?
თქვეს:- ღორები კი არ ვართ,
რაფერი მოგვრჩეს,
დანდობას და სიყვარულს
ვინ გვასწავლის გოჭებს!
დები სითბოს გავუყოფთ,
სარჩოს მივცემთ ძმები,
სე ტკბილად ვიქნებით,
სანამ გავიზრდებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...ყანჩაყანჩამ გრძელი კანჭები წაჰყო გორგოლაჭებში. მოეწონა სრიალი და შემოჰკრა ტაში, თქვა:- ამ გორგოლაჭებით ვისრიალ...პოპკორნიამბავი ორ ნაწილად მონაწილეობენ: მთხრობელი; ქალაქელი სტუმარი - 7 წლის ანდრი; სოფლის მკვიდრი - ანდრის ბაბუა...როცა თოვლი დადნებარა უელმებს თვალებს კურდღელს, რად შენატრის თოვლის გუნდებს? სტაფილო აქვს თოვლის პაპას, უყურებს და ნერწყვებს...ნაყინირძე, ნაღები, შაქარი_ ყველაფერი აქ არი. ავრიოთ და დავრიოთ, მაგრამ ჯერ არ დავლიოთ. დავაცალოთ გაყინვა, გაგვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026