kids.ge logo

მომავალი მწვრთნელები

ფავორიტებში დამატება

დელფინების ანტრაქციონს
აღტაცებით უმზერს მარი,
ამ ჭკვინი ცხოველების
შოუ, საცარი არი.
როგორ მწყობრად დაცურავენ,
რა მალაყებს გადადიან,
მწვრთნელებს როგორ უჯერებენ,
მათთან ყოფნა რა კარგია!
მათმა ცეკვამ განაცვიფრა
თავად მოცეკვავე ეთო,
დედი, მეც მსურს ილეთები,
სე კოხტად გავაკეთო.
სიტყვის თქმას ვერ ახერხებენ
მოხიბლული პატარები,
თვალებს ვეღარ აშორებენ,
ტაშს უკრავენ გამალებით.
არ ვიცოდი, თუ დელფინი
უჭკვინესი რამ იყო,
ეს რა ვნახე - გაცებას
ვეღარ მალას ჩვენი ნიკო.
გავიზრდები, მათი მწვრთნელი
უნდა გავხდე - ამბობს ბერო ,
ცეკვა რაა, დელფინები
ნახეთ, თუ არ ავამღერო.
მწვრთნელობით მეც მოვიხიბლე, -
გვიზირებს აზრებს მაშო,
მე დელფინებს ისე გავწვრთნი,
კალათბურთი ითამაშონ.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026