kids.ge logo

ჭაღარა

ფავორიტებში დამატება
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა...
ვეღარ გაჰკივის თამამად
ჩემი დაფი და ნაღარა.

გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევრი “ვაის” მნახველი
და ბევრი “უის” გამგონე.

მევსო გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა,
სე, ვით საკუნები -
სხვადასხვა მრავალ წამითა.

მაშ რაღად მინდა სიცოცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა,
თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას აოხრებულსა?

მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,
რომ გამიელვებს გლახ-გულსა,
თავი ტარიელ მგონია,
ოცნებით გარემოცულსა.

ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს,
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოლის ტურფა გამომხსნელს!

რა ვუყოთ, თეთრი მერიოს!?
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ
ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.

მაგრამ ვამე, რომ ეჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს:
მაცდურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს... გულს მიხეთქს!..

ამბობს: “ფრიდონ და ავთანდილ
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!...
და შენც ტარიელს მოჰგავხარ
სე, ვით კატა ლომსაო”.

მართალი არის, მაგრამ რა?
რისთვის დავკარგო იმედი?
გმირს წინა-უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!..

რა! აყვავდეს იმედი!...
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!..
გმირებს უძახის... უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026