kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გადარელა გაზაფხული გიჟმაჟურ ჟინით,
ფეხშიშველი და სველი კალთით მორბის მთებისკენ,
თოვლის ლარნაკებს წვეთი-წვეთად გასდის ნაღველი,
ზვავდებიან და გასაქცევად იწევენ გზისკენ.
ხავერდოვანი, გრძელი, თეთრი ფაფუკ თითებით,
არშიყად მოსულ ლამაზმანად გადაქცელა,
ლერსში იწვევს გამოუცდელ ზულუქა მინდვრებს,
და კვლავ სიცოცხლის ყვავილობით გადარელა.
და ახალშობილ ფერმკთალ კვირტებს,
ნაზი ნარნარით,
კვლავ მორცხვი მზერით დაუხრიათ თვალები დაბლა,
გაზაფხულდა და ანცი ჟინი მოდის გუგუნით,
სიცოცხლის ძარღვი იბადება მიწაზე ახლად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იასამნებიიასამნები აყვავდა გარეთ, მათ სურნელებას კვირტებში სძინავს, გაზაფხულს ისე არ შვენის რამე, როგორც გულმძივად...შეხედე როგორ დაუთოვია,,შეხედე, როგორ დაუთოვია, თეთრად მორთულა ქუჩა, ბილიკი, ეს ფანტელია, შენ რა გგონია? ღრუბელს წააგავს თეთრი ...მოდუდუნებს მდინარე,,მოდუდუნებს მდინარე, კალაპოტშიც გადმოდის, მოაქვს, მოარაკრაკებს, სიტყვებს გზებზე გაგონილს. ხან სიცივეს აჰ...ფანტელებითოვლის თეთრი ფანტელები ეშვებიან ციდან, ფრთხილად! ფეხი არ დაადგათ, ფანტელს ამ ერთ ციდას. გადათეთრდა ხის ტო...ბაჭიამე პატარა ბაჭია ვარ, ბუჩქის ძირას ვზივარ, დედა სადმე თუ წავიდა, სულ თვალღიას მძინავს. ისე ძლიერ მეშინია, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026