kids.ge logo

ბულბული

ფავორიტებში დამატება

ალვის ტოტზე შემომჯდარა
მომღერალი ბულბული,
მისი ხმის გაგონებამ
ტყეს ასწავლა ჩურჩული.

ნაზი ხმით და სიყვარულით
ფრთებს უსწორებს ბარტყებს,
ნაკადულის ჩუხჩუხი კი
მას სიცოცხლეს ჰმატებს.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026