kids.ge logo

დიასახლისი ფერიები

ფავორიტებში დამატება

ამ ბედობას, ახალ წელს,
ჩემს გოგოებს სალამი!
წინსაფარი გადავდე,
მოვიმარჯვე კალამი.
ხალი წლის დღეებში
თითქოს ვხდებით ბავშვები,
მოვრთეთ ნაძვის ხები,
ვაციმციმეთ სახლები.
ქეთ გოჭი, საცივი,
ლივიეც მზად არის,
მაგრამ ჯერაც არ ვიცით
ჯადოსნობა სად არის.
არ ვიფუჭებთ განწყობას,
დაღლილობას არ ვიმჩნევთ,
ვიცით ტრენდზე აყოლაც,
მაშხალასაც დავიჭერთ.
ჩვენ უწვერო სანტები,
ყველას ვჩუქნით საჩუქრებს.
ძვირიანს ვერ გავწვდებით?
კარგ სურვილებს ვაჩუქებთ.
დისახლის ფერიებს,
ჩვენს დედებს და ბებიებს,
ვინც გვიბრუნებს ბავშვობას,
საახალწლო განწყობას,
ვინც სასწაულს გვაჯერებს,
ჯადოქრობას გვაჩვენებს,
ლამაზებს და მამაცებს
მოგილოცავთ ახალ წელს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოგილოცავთ ხარებას!მოგილოცავთ ხარებას! აპრილის შვიდს ღვთისმშობელს ანგელოზმა ახარა ,,თქვენში გაჩნდა სიცოცხლე და ძე ღვთისა გან...მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...ანიტას კითხვები აწუხებსგაზრდილა გოგო ანიტა ცნობისმოყვარეც გამხდარა კითხვებზე რაც მან დამისვა, ხან მაქვს პასუხი, ხან არა: თუ დიდხ...ზაფხულიზაფხული დადგა, ჰაერში ნაირ-ნაირი სუნია, თავისუფლების სამ თვეში რამდენი სიხარულია. სოფელში ბებო მომელის, ხ...თანამედროვე და-ძმაჩვენს პატარა ოჯახში, ორი ბავშვი ცხოვრობსო. სხედან მათთან ოთახში, დაამსგავსეს სოროსო. უმცროსია დაიკო, და ც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026