kids.ge logo

მუხამბაზი

ფავორიტებში დამატება
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!

ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ!
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები!
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია:
საკუნო მეგობრობის მცველია!
ხალი კი დრობითად მწველი
და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.
შენ ერიდე!.. მოფარე ფარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!

ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?
ვინ გაღმერთოს ცირად მომცინარი,
თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,
შენი სახე მაინც ჩემ თვალთ წინ არი;
თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩველი?
ვეხეტები გზა-და-კვალდაბნეული!
ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წველი!
გაყრის წამი ჩვენი იყოს წყელი!..
სჯობს, შევრიგდეთ!.. ფეხ-ქვეშ დაგივარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...მგელი და კრავიერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026