kids.ge logo

მასწავლებელი

ფავორიტებში დამატება

დრო მალე გადის, ჩვენც მას მივყვებით,
და წლებთან ერთად უფრო ვიზრდებით,
გივე ვრჩებით, ანდა ვიცვლებით,
დამკვირვებლებად გარდავიქმნებით.

ვხვდებით, ცხოვრება ცვალებადია,
ხან აღმართია, ხან დაღმართია,
ხან უცებ გაცლის რაც გაბადია,
საწუთრო ასე უკუღმართია.

თუ შეგეშალა, ფეხი დაგიცდა,
თუ დარდის გახდი მატარებელი,
მაშინ გკითხავენ, შენ აქ რა გინდა,
ვინ იყო შენი მასწავლებელი.

თუმცა პირიქით ხდება ხშირადაც
და ნაყოფს იმკის შენი ჭაპანი.
კეთილს მოტან მერე იმათაც,
მაო იყო ვისიც ჯაფანი.

მაშინაც, როცა გზა აღმა მიდის,
ღარ ხარ დარდის მატარებელი,
მოკითხავენ კრძალვით და რიდით,
ვინ იყო შენი მასწავლებელი.

მიტომ ამას ვუსურვებ შვილებს,
არ დავიწყონ ამაგი მათი,
ვინც ასწავლიდათ ცხოვრების წიგნებს,
ვინც იყო მათი გზების ლამპარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძველით ახალი წელია თუ იმედი გაგიცრუვდათ, რწმენაც შემოგელიათ, თქვენთან არც სანტა მოსულა, არც კეთილი ფერია, ბალიშის ქვეშ ხელს ...შემოდგომის საღამოეს რა ზღაპრული ფონია, თითქოს ციდანაც გაისმა ფოთოლთა ხმის სიმფონია, თავზე ფერებად დაგვცვივდა... ჰაერსაც ყუ...წელიწადის ოთხი დროწელიწადის ოთხი დრო როგორც ოთხი დობილი, კამათობდნენ დროდადრო, ვინ უფროა ცნობილი. გაზაფხულმა დაიწყო თავის ქ...სუპერდედასუპერძალების გჯერათ? უკითხავთ თურმე კლასში და ახმაურდა ერთად თურმე ოცივე ბავშვი. სპაიდერმენი, ჰალკი, ფლეშ...საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026