kids.ge logo

ანიტა და წიგნები

ფავორიტებში დამატება

„წაკითხე წიგნები,
კეთესად იქნები“.
სარეკლამო ბანერად
კაშკაშებდა წარწერა.
შეამჩნია ანიტამ,
მალ თავი ჩაქინდრა.
ცოტა ხანი ჩაფიქრდა
და ჩუმად თქვა „არ მინდა“.
„რად ვიკითხო წიგნები,
სიტყვები და სიტყვები...
მალე დიდი ვიქნები
ღარა მაქვს კითხვები.
მობილური სულ თან მაქვს,
ინტერნეტიც ჩართული.
ტრანსლეიტმა მითარგმნა
ინგლისური-ქართული.
მსოფლიში რაც ხდება,
სულ ჩვენს თვალწინ ნახლდება.
ჩავრთავ ფილმებს, ანიმეს,
ან სერიალს დავიწყებ.
„ფეისფუქზე“ დავსქროლავ,
ანდა რამეს დავპოსტავ,
ტვინს არ უნდა წვალება,
და კითხვისგან წამება“.

„ღმერთო ჩემო“ შევკივლე,
ეს რა ესმის ჩემს ყურებს.
ვეღარ ვიცნობთ ჩვენს შვილებს,
გაჯეტების შემყურე.
შვილო, როგორ ადარებ
წიგნს და ტელენოველებს,
ეს ჰგავს რაღაც განაჩენს
თუ ჩამოვრჩი მოვლენებს.
წიგნი რასაც გთავაზობს,
ძნელად სხვაგან იშოვო,
ჯადოსნური სამყარო,
კითხვით უნდა იპოვო.
წარმოსახვას მიენდო,
ფიქრებს მიედ-მოედო,
ყველა გმირი გაიცნო,
მათთვის „ომიც“ დაწყო.
ცხრა მთასა და ზღვას შორის
ბეწვის ხიდზე გაივლი,
გმირთან ერთად გამოცდი,
როგორია წადილი
გამარჯვო ბოროტზე,
ცას შეხედო ოცნებით,
კვალში მიჰყვე ბოლომდე,
მტერს აჯობო გონებით.
ცინებ და იტირებ,
თანაგრძნობით იცხოვრებ,
სხვების დარდს რომ იტვირთებ,
შენც იზრდები, იცოდე!
წიგნი ამას გთავაზობს—
შეისწავლო სამყარო,
თუ გსურს ბევრი სიცოცხლე,
კითხვისკენ მოგიწოდებ!“

შემომხედა ანიტამ,
თვალში ფიქრი ჩაუდგა,
ღარ უთქვამს „არ მინდა“
დედის ხმას ვერ განუდგა.
„დედაჩემო, ვგიჟდები,
რა ენამზე მყავხარო,
გეტყობა, რომ წიგნების
კითხვა სულ გიყვარდაო.
დაგიჯერებ და წიგნებს,
სასთუმალთან დავიწყობ,
ხან ტელეფონს ავიღებ
და განტვირთვას მოვიწყობ.
მე ვარ ჯენზის თაბის,
ციფრული დროს მოსწავლე,
მესმის საქმის რაბის
და ორივეს მოვასწრებ!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიასახლისი ფერიები ამ ბედობას, ახალ წელს, ჩემს გოგოებს სალამი! წინსაფარი გადავდე, მოვიმარჯვე კალამი. ახალი წლის დღეებში თითქ...საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...ძველით ახალი წელია თუ იმედი გაგიცრუვდათ, რწმენაც შემოგელიათ, თქვენთან არც სანტა მოსულა, არც კეთილი ფერია, ბალიშის ქვეშ ხელს ...ანიტა პროფესიას ირჩევსერთხელ გოგო ანიტა, ვნახე ჩაფიქრებული - მისჯდომოდა მაგიდას უცხოდ გარინდებული. ელდა მეცა, შევშინდი, ავად ხო...მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026