kids.ge logo

დიასახლისი ფერიები

ფავორიტებში დამატება

ამ ბედობას, ახალ წელს,
ჩემს გოგოებს სალამი!
წინსაფარი გადავდე,
მოვიმარჯვე კალამი.
ხალი წლის დღეებში
თითქოს ვხდებით ბავშვები,
მოვრთეთ ნაძვის ხები,
ვაციმციმეთ სახლები.
ქეთ გოჭი, საცივი,
ლივიეც მზად არის,
მაგრამ ჯერაც არ ვიცით
ჯადოსნობა სად არის.
არ ვიფუჭებთ განწყობას,
დაღლილობას არ ვიმჩნევთ,
ვიცით ტრენდზე აყოლაც,
მაშხალასაც დავიჭერთ.
ჩვენ უწვერო სანტები,
ყველას ვჩუქნით საჩუქრებს.
ძვირიანს ვერ გავწვდებით?
კარგ სურვილებს ვაჩუქებთ.
დისახლის ფერიებს,
ჩვენს დედებს და ბებიებს,
ვინც გვიბრუნებს ბავშვობას,
საახალწლო განწყობას,
ვინც სასწაულს გვაჯერებს,
ჯადოქრობას გვაჩვენებს,
ლამაზებს და მამაცებს
მოგილოცავთ ახალ წელს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...დედის დღეამარტი დადგა, გაზაფხული ბევრ სიხარულს გვპირდება, ზამთრის სუსხით გათანგულთ კი სასწაული გვჭირდება. საქმიანი ...მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...მოვა ახალი წელიდეკემბერი ილევა, გარეთ ცივა, ზოგჯერ თოვს. დასვენებაც იწყება, თოვლში თამაშს რამე სჯობს? რას ელიან ბავშვები...მოგილოცავთ ხარებას!მოგილოცავთ ხარებას! აპრილის შვიდს ღვთისმშობელს ანგელოზმა ახარა ,,თქვენში გაჩნდა სიცოცხლე და ძე ღვთისა გან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026