kids.ge logo

უთხრა ინამ ლოკოკინას

ფავორიტებში დამატება

-მთელი ზამთარი რომ გძინავს,
ძილისგუდა ლოკოკინავ,
გაზაფხულდა, გაიღვიძე,
დათბა, არც თოვს, აღარც ყინავს.

მოძვერი მაგ მიწიდან,
მოგასწრო ყოჩივარდამ,
ჭიმაებს და პეპლებს
ბაღში ცეკვა გამართავთ!

კვერცხები გაქვს დასადები,
რაღას ელი, შეხე ფუტკარს?!
მზემ დაათბო ეზო-კარი,
მაგ მიწაში როგორ სუნთქავ?

-შვილებს ვუვლი, განა მძინავს,
ფესვის ჰამაკს ვურწევ, ინა!
ნიჟარებსაც ჩავაცმევ და
მოგიყვან ბევრ ლოკოკინას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...საშობაო კონცერტიბუს ბახალა ბუკა სიხარულით ბუქნავს. _ ვინ ესტუმრა? _ დეიდა. _ რა მოართვა? _ ფლეიტა! _ რა კარგია, ჰეიდა, და...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026