kids.ge logo

სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?

ფავორიტებში დამატება

იქნებ ღრუბლებიდან მოდის
წვიმასა და ქართან ერთად?
იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის,
კლასში გვემალება, მერხთან?
იქნებ ტყეში გველოდება,
ყვითლად აფერადებს ხეებს,
იქნებ ცხოვრობს ვენახში და
ყურძნის წვენით ითხვრის ხელებს?
იქნებ თბილი ქურთუკების
ჯიბეებში მშვიდად სძინავს?
ნეტა მერცხლებს ხომ არ გაჰყვა?
ნეტა ასე რატომ ცივა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...სუფრასთანსად გინახავთ, ციყვს და კურდღელს ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი? ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს, აციებდნენ სულის ბერვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026