kids.ge logo

სუფრასთან

ფავორიტებში დამატება

სად გინახავთ, ციყვს და კურდღელს
ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი?
ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს,
ციებდნენ სულის ბერვით?

თაფლს მიირთმევს თუმცა ხშირად,
არც დათვს არ აქვს დიდი კოვზი,
არც მელა წვავს თევზს ტაფაზე,
ყლაპავს ერთი თათის მოსმით.

ჩვენ გვჭირდება ჭიქაც, ქვაბიც,
თეფში, კოვზი, ტაფა, სინი,
თორემ აბა, ჩაიდანში
ხომ არ უნდა ჩავყოთ ცხვირი?!

იქნებ ხელი ვტუცოთ ჯამში,
როცა იხარშება ფაფა?
წვნიანში კი კოვზის ნაცვლად
ჩავდებთ ბურთს ან ჩვენ ჭრელ საბანს.

განა ასე შეიძლება?!
დაცვა უნდა წესს და კანონს!
სუფრას ჭურჭლით გაშლა უნდა,
ხელს სურს, საპნით დაბანო!

ქვაბს სურს, კერძი რომ მიირთვა,
ჭიქას - წვენი რომ დალიო.
დედას უნდა, გაზარდო,
არ დაგჭირდეს წამალიო.

მადლობაც ვთქვათ! ესეც ასე.
გაბადრა დედას სახე!
დასვრილ თეფშს რომ ნიჟარაში
დებ, ეს ვიცი, გუშინ ვნახე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...როგორ გაჩნდა შავი არაგვი?- ერბო? - ასიოდ ქილა. - კვერცხი? - ათასი ცალი. -ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა ტყეში ჭინკა და ალი. ერბოკვერცხ...მზე ამოვა დილითჩიტი ბუდეს აშენებს, ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს. დაზრდის ჩიტი ბარტყებს, დედა გაზრდის ბავშვებს. მამა დარგავს...ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026