kids.ge logo

საქართველო

ფავორიტებში დამატება

ჩემს სამშობლოზე ლამაზი
არ მეგულება მხარე!
აქ ყველა სოფლის წყაროზე
უკვდავების წყალს დალევ.
მწვერვალი ზღვასთან მეგობრობს,
მზესთან - ზვარი და ყანა,
ჩუქურთმინი ტაძრები,
ცას უწვდის მიწის სალამს.
აქ რომ სიმღერას მოისმენ,
გაგზრდის და გაგამხნევებს.
ქართველიც თავის სამშობლოს
ჰგავს, როცა გაშლის ხელებს.
ცეკვაც და საქმეც უხდება,
უყვარს ბუნებაც, მოძმეც.
თავის ნიჭით და სილაღით
ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს.
ძალა აქვს „ვეფხისტყაოსნის“.
სიბრძნე წინაპრით მოსდგამს,
მადლით ამშვენებს სამყაროს
ქართველთა ძველი მოდგმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026