kids.ge logo

ზაფხული

ფავორიტებში დამატება

მზე-მაესტრომ, ადრიან,
დაიქნია ჯოხი.
ცერზე ჩამორა
ალვამ მწვანე ჩოხით.
ტაშს უკრავენ ფოთლები,
განა ქარის ბრალია,
ეს პეპელა - კაცია,
ის პეპელა - ქალია.
ნახე, როგორ ცეკვავენ
დე-ტრუას და პა-დე-დეს,
ეს მინდორი სცენაა,
შენც იცეკვე, გაბედე.
ყაყაჩო და გვირილა
აქეთ-იქით ანთია,
კალიბიც ახალი
პუანტებით დახტიან.
ფუტკრებს - ოქროს ფლეტა,
ხოჭოს - დიდი ჩელო,
ვილინო - ბულბულებს,
მღერის მწვანე მდელო.
სასკივარას აწივლებს
კოღობის გუნდი,
ქალბატონი მანჭკვალა
თავს იწონებს ქუდით.
ბისზე იწვევს მერცხალს
მოჩუხჩუხე წყარო,
ზაფხულს პრემირა აქვს,
ნუ ხმარობ, ქარო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რვაფეხაერთ რვაფეხა დედას გაუცივდა შვილი. ყველას ასე მოუვა, ვინც უწინდოდ ივლის! დედას გული გაუსკდა, მოიტანა წამალ...ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026