kids.ge logo

დედის დღეა

ფავორიტებში დამატება

მარტი დადგა, გაზაფხული
ბევრ სიხარულს გვპირდება,
ზამთრის სუსხით გათანგულთ კი
სასწალი გვჭირდება.
საქმინი გახდა უმალ
ხელფუსფუსა ანიტა
გახაროს დედა უნდა
მალე სამი მარტია.
ჭრა, აწება, აფერადა,
გამოძერწა ვარდები,
ბარათებიც ამიჭრელა,
რომ უფრო ვუყვარდები.
მომილოცა დედის დღე და
სურვილებით ამავსო,
სიმაყით შეფერა,
საჩუქრებიც თან მაქვსო.
გამეცინა, ჩავიხუტე,
დავუკოცნე ხელები,
სიხარულით დავიმუხტე,
ხელმარჯვეს ვეფერები.
მიხარია, საყვარელო,
შენი მადლირება,
შენ ხომ იცი, ასეთ დროს რომ
თვალზე ცრემლი მადგება.
ცოდა, გოგომ იცოდა,
ის ხომ მშვენივრად მიცნობდა,
გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა,
მას კი პასუხი მზად ჰქონდა:
„ყველა დღე არის შვილისო,
მათზე ზრუნვის და დარდისო,
დედა არაფერს ელისო
მაგრამ ეს დღეა დედისო“.
„ჩემო თაფლო და მურაბა,
დედა მეც ძლიერ მიყვარსო,
ჩემზეც ხომ დედა ზრუნავდა
არ მაკარებდა ნიავსო.
მე შენზე ვიხდი ამ ამაგს,
შენ კი შენ შვილს გადაუხდი,
მას მოუყვები ჩვენს ამბავს,
უხსნელ გრძნობებს აუხსნი.
ეს არის დედაშვილობა,
ყოველ დღე სანატრელია,
გიშუშებს ყველა ჭრილობას
და ყოველი დღე ჩვენია!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულიზაფხული დადგა, ჰაერში ნაირ-ნაირი სუნია, თავისუფლების სამ თვეში რამდენი სიხარულია. სოფელში ბებო მომელის, ხ...საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...სუპერდედასუპერძალების გჯერათ? უკითხავთ თურმე კლასში და ახმაურდა ერთად თურმე ოცივე ბავშვი. სპაიდერმენი, ჰალკი, ფლეშ...ენა ქართულისაქართველოს წარსული, აწმყო ხილვად ნახული. განძი - ჩვენი ანბანი და გმირობის ამბავი. ანგელოზთა ხმა არის, ქვ...შემოდგომის საღამოეს რა ზღაპრული ფონია, თითქოს ციდანაც გაისმა ფოთოლთა ხმის სიმფონია, თავზე ფერებად დაგვცვივდა... ჰაერსაც ყუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026