kids.ge logo

ფუტკარი

(ვუძღვნი ს. ამირეჯიბისას)

ფავორიტებში დამატება
სხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს,
დიდონ ლომი ძლირი;
თვალ-მარგალიტით შეამკონ
შვენირება ცბირი.

სხვა არის ჩემი გალობის
და ჩემის ჩანგის საგანი:
პატარა ბუზი… ფუტკარი,
ბის ჭითაგანი.

ფუტკარო, ჩემო ფუტკარო,
ბზულავ, მოუსვენარო,
სამართლობით დევნილო,
სამართლინად მკბენარო!..

სიტკბოს რომ ეძებ სათაფლოს,
მიტომ ხარ მოუსვენარი…
და ვინც ხელს გიშლის შრომის დროს, -
მხოლოდ იმისი მკბენარი.

მაგრამ ქვეყანა უძღები
განა დაეძებს სიმართლეს?
ბნელს შენი სანთლით ინათებს
და ბნელს ჰფენს შენსა სინათლეს.

შენ არ გიკარებს, თაფლს კი სჭამს,
მშრომელის უმადურია…
ღონდ კი დასტკბეს, რას დასდევს,
თუ სიტკბო სადარია?!

და შენ კი, ჩემო ფუტკარო,
არ უსმენ ქვეყნის ჭორებსა,
ერთი უგნური რომ შეთხზავს
და ასი იმერებსა.

მაინც დაბზუი, დაფრინავ,
არც იშლი დროზე კბენასა,
ქვეყანას თაფლუჭს უმზადებ
და სანთელს უნთებ ზენასა…

სარკე და სახე მგოსნობის,
ემბლემაცა ხარ შრომისა, -
შენათხზი სიყვარულისა
და წმინდა გულისწყრომისა.

ფუტკარო, ჩემო ფუტკარო,
ბის მატლო მცირეო!
ჩანგი გთხოვს, მგოსნის სიტყვები
მსხვერპლივით შეწირეო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026