kids.ge logo

სკოლაში ვბრუნდებით

ფავორიტებში დამატება

ვემშვიდობებით ზაფხულის დღეებს,
თავისუფლებას და სიფერადეს
დილის ხანგრძლივ ძილს,
მინდვრებში სირბილს,
მდინარის ჩქერებს
ზღვის ტალღის შხეფებს.
მოგზარობას, ვაგონის ქშენას,
ცივ-ცივ ნაყინებს, პეპლების დევნას.
ბებო და ბაბუ რჩებიან კარში,
ვემშვიდობებით, გვნახავენ გაზრდილს.
სექტემბერია, სკოლის დროც დადგა,
გულს უხარია, კლასელებს ვნახავთ.
წელსაც გაზრდილი იქნება ყველა,
სახეზე რუჯი და მონატრება.
ვარცხნილობა გვაქვს ნაირ-ნაირი,
ლამაზ-ლამაზი კაბა-ზედები,
ხალი ჩანთა, ფეხსაცმელები,
ცოტა მოგვიჭერს და შევეჩვევით.
მასწავლებელი ჩაგვიკრავს გულში,
არდადეგებზეც დავწერეთ გუშინ.
რა გვიხარია? დიდები გავხდით,
სწავლას დავიწყებთ, ყველაფერს ავხსნით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაზაფხული უკვე გავიდა, შემოდგომაა, აცივდა. გადაფერადდა ხეები, წაბლით გაივსო ტყეები. ხილით ივსება კალათა, ბა...შემოდგომის საღამოეს რა ზღაპრული ფონია, თითქოს ციდანაც გაისმა ფოთოლთა ხმის სიმფონია, თავზე ფერებად დაგვცვივდა... ჰაერსაც ყუ...ძველით ახალი წელია თუ იმედი გაგიცრუვდათ, რწმენაც შემოგელიათ, თქვენთან არც სანტა მოსულა, არც კეთილი ფერია, ბალიშის ქვეშ ხელს ...ზაფხულიზაფხული დადგა, ჰაერში ნაირ-ნაირი სუნია, თავისუფლების სამ თვეში რამდენი სიხარულია. სოფელში ბებო მომელის, ხ...თანამედროვე და-ძმაჩვენს პატარა ოჯახში, ორი ბავშვი ცხოვრობსო. სხედან მათთან ოთახში, დაამსგავსეს სოროსო. უმცროსია დაიკო, და ც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026