kids.ge logo

ისევ ეფემერა

ფავორიტებში დამატება
რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,
ჩუმი შრილი სადან არი?
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს:
მაინც მწვერვალებს ედება ქარი.

დუმილი გახდა ვიწრო გალია,
დაუძინარი და უჩინარი,
მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია,
მარად და მარად ტყდება ჩინარი.

როგორც ჩინარი - ისე პოტი,
მისთვის სიმაღლე არის წამება,
რა ღიმილით და ალოთი
დაჰფარავს მტერთა ცილისწამება.

ის - მაღალია, დიდია მაინც!
მისთვის მოისმის ზარების ზარი:
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს,
მაინც მწვერვალებს ედება ქარი.

პოეტს მასის სიზმრების ხილვით
სარკებოდა პარიზის რკალი,
მაგრამ უეცრად ქარტეხილივით
მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.

დემონირი არევ-დარევით
ყოველი მხრიდან ავარდა ალი.
სულში დაჰქროდა ქალი ქარივით
და შეშლილივით ჰკიდა ქალი.

ჰო, ლელინი მაშინ დაქანდა,
ვით მწვერვალიდან მერანი მალი.
კუბო მიჰქონდათ, არვინ არ სჩანდა
და არ ტიროდა არც ერთი ქალი.

ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია!
მიცით წარსულს ელვა ან ხმალი,
რომ ამოკვეთოს ეპიტაფია:
“მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი”.

და პაგანინიც... ორგიის ბადეს...
მაესტრო თასით გადაჰკრავს ღვინოს,
ესტრადა ნათელ იმედად ბადებს
აშლილ ვოლტორნებს და პინინოს.

ის დანდობილი იღებს ჭინურს
და სასახლეებს ჰაერში მოდებს,
რომ მხარები შეჭინოს
და ლეგენდები შორით ისმოდეს.

რა! არაა იმედი სიმად,
ქალნი ლანდობენ თლილი თითებით,
სიმებთან ერთად ატირებს იმათ
თვალების ნაზი ქრიზოლიტებით,

მათ მეოცნებეს რომ ვარდი არგეს,
ის ნებას აძლევს სულს ითარეშოს,
არ ხედავს ახლო გაბზარულ სარკეს
და უმედო საპირფარეშოს.

როცა ქარხნები ისვრიან დორბლებს,
ვერჰარნი, დროის ახალი დანტე,
თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს,
გიგანტი ცეცხლით მოანდამატე.

და ტრილებენ ბორბლები ჩქარა
და, ინთქებიან ორთქლში გვერდებით.
ვერჰარნ! გაისმის მათი ხარხარი,
ნუთუ არასდროს არ შევჩერდებით?

დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა!
ის ითხოვს პასუხს, როგორც მკვლელობა,
და სასტიკია, როგორც გეენა,
მისი სისწრაფის ულმობელობა.

და ახრჩობს თავის ცხელი თითებით
მასვე, ვინც იმას სული შთაბერა,
მოჰკლეს ვერჰარნი! მაგრამ დიდებით
მას მოგონებს ბედის სხვა წერა.

და დოსტოევსკიც... მას თითქო ასჯერ
ნისლიან ღამით, ნისლიან ღამით,
მათ მისაჯეს სიკვდილით დასცა
და ის ელოდა წამითი-წამით

ჯალათს შემოსულს ციხეში წყნარად.
რაღაც ამაზე ღრმა, უფრო მეტი,
გაშუქებლად დარჩება მარად -
სეთი არის მისი პორტრეტი.

გი არ სინჯავს გამომხსნელ საჭეს,
ფინებოდა რა სახეს ჩრდილი.
სიკვდილით დასჯა მას მისაჯეს,
ვინ იგლოვოს ის! რაა სიკვდილი!

შაფოტიდან უყურებს შორს პანს
დღემდე თვალების გამხდარი რეტი.
სეთი არის მისი პორტრეტი...
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მწვერვალები ახალ მთებისკავკასიის მაღალ ქედზე მიდიოდნენ სვანები, ეხვეოდნენ ბილიკებად გზები დანაქანები. შუაღამე რომ გადვიდა, ერთი ...რაც იქნეს – იქნესროს სიბნელეა და გზას ვერ ვიგნებ მენატრებიან ფრთები თეთრები, მაინც არავის არ ვევედრები: გზა გამასწავლეთ, გ...ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026