kids.ge logo

მწვერვალები ახალ მთების

ფავორიტებში დამატება
კავკასიის მაღალ ქედზე
მიდიოდნენ სვანები,
ეხვეოდნენ ბილიკებად
გზები დანაქანები.

შუღამე რომ გადვიდა,
ერთი რაზმი ვება
დაწია დაღლილ მგზავრებს
და სასტიკად შება.

რა დრო იყო და რა მტრობა...
დადგა სისხლის ფეშხუმი,
გადიკიდნენ, აქ - სვანეთი,
ქით - რაჭა-ლეჩხუმი.

წაშალა მოგონება
ძმობის სიმაგეთა -
სეც ვიწრო გზები მთისა
ძმათა მტრობამ ჩაჰკეტა.

შვიდ წელიწადს შვიდი კუთხე
რატომ უნდა ჩაჰკირო -
ვეღარ მიდის სამუშაოდ,
ვეღარც საჯამაგიროდ.

შვიდ წელიწადს არ უნახავს
სვანეთს გემო მარილის,
მერე მთლად რომ გაჭირდათ,
მუდამ ასე არ ივლის...

ეს დიდი ხნის ამბავია...
იგრძნეს რა ერთმანეთი,
დამშვიდებულ შრომით მოდის
იმ მთებიდან სვანეთი.

გზები გაჰყავთ - ჟრიმული
ცეცხლად შემოსდები
ყველგან, სადაც მივალი
და უღრანი მთებია.

შეერთებულ შრომას მღერის,
ნისლები რომ ეხურა,
ხანისწყალი, გუბისწყალი,
ცხენისწყალი, ტეხურა.

შეერთებულ ძალას, შრომას
მღერის, ვით მაყრინი,
ლიახვი და ალაზანი,
ჭოროხი და რინი.

შეერთებულ შრომას მღერის
ჩანჩქერების მარაგი,
ნატანები, იმერხევი,
ენგური და არაგვი.

მაშავერი, მტკვარი, ქსანი,
ლაზანი, ძირულა, -
აქ მრავალი ათასი ხმა
ერთად გადაკირულა.

მთებო! დასწვით ძველი შავი
ხალ დროის სილეთ,
თავისუფალ მწვერვალების
დროშა ააფრილეთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალვები თოვლშიდაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ...ვილანელიყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების ...ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონახომალდს მიჰყვება თოვლის მადონა და ყვავილები გიიადონა. შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო. ...ატმის ყვავილებირტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მიქ...ის მიდიოდა ქუჩაში ერთიის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026