kids.ge logo

მკვეხარა მხატვარი

ფავორიტებში დამატება
იკვეხნის ბიჭი ზურაბი,
არსად არ მყავსო ბადალი,
ხელოვანი ვარ ნამდვილი,
სასიქადულო მხატვარი.

მეგობრებს, ყველას მობეზრდათ
ზურას ყბედობა ფუჭი,
და წინ დადეს ჩვენს მხატვარს,
თეთრი ტილო და ფუნჯი.

აჰა!-გვაჩვენე მკვეხარავ,
თუ შეგიძლია ხატვა,
ძალიან გვაინტერესებს,
შენი ნაშრომის ნახვა.

ფიქრობს რაღაცის დახატვას,
ზღვის, მთების ანდა ქედის,~
თუ არ აჩვენა ნახატი,
აწ ვეღარ დაიკვეხნის.

ხელში აღო ფუნჯი და,
ასვარა საღებავები,
მთა დახატა და მთის ქვემოთ,
ტბაში თავდაღმა ნავები,

კლდეზე,ასწლოვან მუხებსა,
დაუსხამთ ატმის კვირტები,
და მათ ტოტებზე გალობენ,
სპილოს სიდიდის ჩიტები.

წითელ ყვითელი ზებრები,
მინდორში ძოვენ ტალახსა,
ირმები ფეხზე რქებითა,
წყლის ნაცვლად სვამენ ბალახსა.

ცაზე მგელუკა დაფრინავს,
თევზები ხტიან ნაპირზე,
იქ ვეფხვი, ბუზის ოდენა,
ცდილობს თავდასხმას ნახირზე.

ბეწვის ხიდიც კი დახატა,
დათვი-არქეოპტერიქსი,
ეგ რაღაო?- იცინის,
ზურას ძმობილი თენგიზი.

უცქერენ მეგობრები და
სამყარო ნახეს ახალი,
მთლად დაწუნეს ნაშრომი,
ტეხეს აყალ-მაყალი.

ჰკითხეს მკვეხარა ზურიკოს,-
გვითხარ რა დაგიხატია?-
ღრუბლებია თუ სახლები,
ეგ მელაა თუ ბატია?

დაიბნა ჩვენი მხატვარი,
და სიტყვები არია,
მხატვრობის ნიჭი რომ არ აქვს,
ეს დღესავით ნათელია.

შერცხვა,გაწითლდა, დააგდო,
ფუნჯი და საღებავი,
ლუღლუღდა და ატირდა,
მათ წინ დაჰხარა თავი.

ბავშვები მიახლოვდნენ,
ზურამ სიმორცხვეს სძლია,
თხრეს, რომ აღარ შეჰპირდეს,
რაც მას არ შეუძლია.

მკვეხარობა და ტრაბახი,
რის თვისება ცუდიო,
თუ კაცი გქვია კაცური,
და გხურავს თავზე ქუდიო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...დაგვეხმარეთ, ბავშვებო!ერთხელაც, განსჯა დაიწყეს გრძნობათა ორგანოებმა, ჩხუბით ყურიც კი წაიღეს, რომელს რა მოეთხოვება. ახსნეს საქმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026