kids.ge logo

უნიჭო მუსიკოსები

ფავორიტებში დამატება
მეზღაპრემ სთქვა, - ვიგვინებ,
ფეხით მოვვლე მთა-ბარიო,
ბავშვებს უნდა მოვუტანო,
სასაცილო ზღაპარიო.

ჰოდა უკვე შემობრძანდა,
მოხსნა თავი იმ ჩვენს გუდას,
ველოდებით განაბული,
ლექსს გვიამბობს, იგავს,-თუ რას.

ერთ სოფელში მოხუც ბებოს,
ჰყავთა თურმე ძროხა ჭრელა,
მოსაწველად რომ იხმობდა,
მოდიდა ისიც ხელად.

ბებო ამ დროს ღიღინებდა,-
ძროხამ არ იცოდა ენა,
მაგრამ მას კი ეგონა რომ,
აქვს საოცრად კარგი სმენა.

ჭრელავ, რაზედ მოწყინე?-
ეკითხება“წრიპა“ თაგვი,-
მოდი მუსიკას გასწავლი,
სახალისოდ არის კარგი.

ძროხა უცებ გონს მოგო,
ეგ ჰქონია გულზედ დარდად,
ირჩიეს დიდი არფა.
იმ ნოტების შესასწავლად.


შეიკრიბნენ მსმენელები,
ცხვარი, ვირი,თხა და ჯორი,
თაგვმა ფრენჩიც გადაიცვა,
გახდა ძროხის დირიჟორი.

ინსტრუმენტი ფეხებს შუა,
მომარჯვა თურმე ჭრელამ,
ჯერ ტექნიკას ვერ ფლობს სრულად,
უკრავს ჩლიქით ნელა- ნელა.

ნოტები რომ გადაფურცლოს,
თაგვმა თათი დაისველა,
ძროხამ მუსიკა ისწვლა?
ტაშს უკრავენ, -ჰკვირობს ყველა.

და სიმებში გაეხლართა,
ჭრელას მისი მსხვილი ჩლიქი,
არ შეშინდე გააგრძელე,
ჭიკჭიკებს ყურთან ჩიტი.

ცუგო ყეფს და ფისო კნავის,
ეს რა ვნახეთ?-მიავ, მიავ!
ძროხა არფაზე, უკრავდეს,
დღემდე არსად გაგვიგია.

ცხენი მყისვე ახვიხვინდა,
მომარჯვა მის წინ დოლი,
მუსიკა რომ ისწავლოო,
მონდომებაც გინდა მგონი!

ეს რა ლამაზ ჰანგებს ისმენს,
მოღრუტუნდა მათთან ღორი,
მოინდომა მანაც დაკვრა,
მოტანა თან ტრომბონი.

დავჯდები და მეც ვისწავლი,
ჩლიქი მეც მაქვს,-ამბობს ხარი,
კატაც უცებ წაცუნცულდა,
და მიართვა კუროს თარი.

და აზმუვლდნენ ცხოველები,
წრიპას უდგას მსურველთ ჯარი,
ვირმა ის თქვა:ხმა მაქვს კარგი,
მე ვიქნები მომღერალი.

დირიჟორს კი დრო არ ყოფნის,
და ღამესაც მათთან ათევს,
ვერაფერი შეასწავლა,
სულ ტყულად იქნევს თათებს.

ყველა ერთხმად ყმუის, ბღავის,
მათ თაგუნა რაღას უზამს?
როცა ნიჭი არ აქვს არც ერთს,
არ იციან თვლა, პაზა.

ძროხა არფას ხმას აყოლებს,
თხა პეტელობს მეე და მეო,
წრიპა ჯოხს ვირს ყურზე ურტყამს,
ცოტა ჩუმად იმღერეო.

მოკლედ რომ ვთქვათ, სათანადო,
ვერ აგროვეს მათ ქულები,
ყველას თავი აატკივეს,
გამოუყრუეს ყურები.

დირიჟორმა დაიფრინა,
მუსიკოსნი თქვენ არ გქვიათ,
წადით, ის საქმე აკეთეთ,
მხოლოდ თქვენ რაც შეგიძლიათ.

მონდომება არ კმარაო,
ნიჭი არ გაქვთ და არც ხმები,
და გაუდგნენ საძოვრის გზას,
დარცხვენილი ცხოველები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი და კრავიერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა, დაკარგვია, თურმე, შვილი, პაწაწინა, აღუჩუნა, ჯერ კიდევ ახალშობილი. არ დავტოვ...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...მომჩივანი დათვითურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს, ტყიდან პატარა დათვი: -პატრულო! კი მაქვს ბატონო, მე თქვენი დიდი ხათრი, მაგრა...დასჯილი ფისოთათს ყოფს აკვარიუმში, ეფერება თევზებს, დაისაჯა ფისუნა, კუთხეში დგას, ფეხზედ. ვერ გაიგო, ჩაფიქრდა, -ასე რა...ბელი და სანდლებიჰა მეზღაპრეც გამოჩნდა, ჩიტიც უსმენს ბუდიდან, ისე კარგი ზღაპარი, ამოიღო გუდიდან. ********** სიხარულსა ვერ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026