kids.ge logo

ბაქია მამლაყინწა

ფავორიტებში დამატება
მოდის ჩვენი მეზღაპრე,
ჩუმად მოპარა,
სასწალი ამბავი,
ბავშვებს მოგვიტანა.

ცხრა მთას იქეთ ყოფილა,
და ცხრა ბარიც ნახა,
მოგვიყვება, ამ ქვეყნად,
თუ რა დაინახა.

ერთ ეზოში ცხოვრობდა,
თურმე ბევრი ფრინველი,
მათ შორის კი ამბავი,
მოხდა გასაკვირველი.

მაყად ზის ღობეზე,
მამლაყინწა „ჭიჭე“
ბაქიობს და ამცირებს,
ის ხვიჩილა ბიჭებს.

მე ყველაზე გამრჯე ვარ,
და არა ვარ ზარმაცი,
დედლებს ვიცავ, თქვენს შორის,
ვარ ყველაზე მამაცი.

თასფერი ბუმბული,
და ნამგალა კუდი,
სისხლისფერი ბიბილო
და წითელი ქუდი.

ვის გაქვთ აბა მითხარით,
ჩემისთანა დეზები?
ჩემს მომრევს თუ მოვნახავ,
მხოლოდ იმას ვეძმები.

ყიყლიყოო გაჰკივის,
კისერს გვერდზე იღერებს,
სთქვით ვინ გამეჯიბრება?
ჩემსავით ვინ იმღერებს?

დედლუყუნწა ქათმები,
მიცუნცულდნენ პანტურით,
დამოწმეს ნათქვამი,
მამალს თავის კანტურით.

ხვიჩილები გაბრაზდნენ,
რა გვაქვს მისგან ხერი?
მოდით ერთი ვაჩვენოთ,
ამ ბაქიას სერი.

მისივნენ, დაკორტნეს,
გაცალეს ბუმბული,
დალურჯეს ნაცემი,
ის ფერდები,მკერდ-გული.

მერე პირი გაღეს,
ჩააყლაპეს ერბო
ხმა ჩაწყდა ვერ ყივის,
ეს რა ბედი ერგო?

დედლები მოიწვია,
მერე ერთმა ხვიჩილამ,
ჭიჭე დარბის შიშველი,
ღარ ეყოთ სიცილად.

კისკისებენ დედლები,
დავიწყდათ კაკანი,
ეს რა ხდება ეზოში?-
რა მოხდა და სკანდალი.

დელუყუნწა „ჩიკორამ“,
შუა ჩააგდო მანდილი,
ხვიჩილები დაშალა,
მიტოვეს ქადილი.

მიძახეს, მატრაბაზ,
მამლაყინწა ჭიჭესო,
იქნებ ჭკუა ისწავლო,
ნუ ამცირებ ბიჭებსო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...ბეკეკუნას სიზმარიბეკეკუნამ ბაღჩაში, სულ შესანსლა ნეკერი, გაიზურთა მუცელი და შეწყვიტა პეტელი. ვაზის ძირში წამოწვა, თვალიც მ...ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...დედა თბილისიგაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები...ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026