kids.ge logo

დედა თბილისი

ფავორიტებში დამატება
გაგა ძლიერ მოხიბლა,
ჩვენი დედა თბილისმა,
მისთვის იქცა იმ დღიდან,
თითქოს სულის თილისმად.

ეს მაღალი სახლები,
სოფლად არსად ენახა,
როგორ ხტოდა, ცმუკავდა,
ერთი უნდა გენახათ.

ამრავი მანქანა,
უთვალავი ნათურა,
გვერდით მამა მიჰყვება,
და დაკო ხათუნა.

კინო თეატრები და,
სასეირნო პარკები,
დახლართული ქუჩები,
აქ ხომ დაკარგები?

ჰა ძველი თბილისი,
კლდეს დაკიდულ აივნით,
არ იღლები ცქერითა,
და სულ ფეხით დაივლი.

აქ სამების ტაძარი,
ვარსკვლავივით კიფობს,
მტკვარი წყნარად დუდუნებს,
ისტორიას გვიამბობს.

იქ სინი, ქაშუთი,
ტაძრებს ვეღარ დაითვლი,
მთაწმინდიდან დაჰყურებს,
თბილისს მამადავითი.

ზოპარკი, სკვერები,
ვაკის პარკი, „ბომბორა“,
ასკინკილით დახტიან,
ბიჭუნა და გოგონა.

ბანო და მეტეხი,
მეტრო,ავტობუსები,
მრავალფრად ბრდღვილებენ,
მაღაზიის შუშები.

პერაშიც კი იყო,
მოისმინა „დაისი“
რუსთაველზე სეირნობს,
ირგვლივ სუფევს ხალისი.

ძლიერ, ძლიერ მოხიბლა,
გაგა დედა თბილისმა,
და ქალაქი იმ დღიდან,
ექცა სულის თილისმად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...სუფთა ღრუტუნიაბინძური და ლაფიანი, დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი, სურვილი აქვს ღრუტუნიას, არა ბევრი, ორად ორი. რომ ეს ჭუჭ...თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...ოპუნცია კაქტუსიყვავილნარის კუთხეში, აივანზე კატოსი, დგას უჩუმრად, ბუსხუნა, ოპუნცია კაქტუსი. იამ კაქტუსს დაუსვა, უცნაური ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026