ერთი ცხვირაწეული თხა მინდორში ბალახს ძოვდა. უცებ მეზობელი თხის კიკინი მოესმა, ისიც ხმას მიჰყვა და რას ხედავს, თხრილში ყველაზე მოხერხებული თხა ჩავარდნილიყო.
იცინოდა და იცინოდა, იცინოდა და იცინოდა, ბოლოს ცხვირაწეულმა თხამ სული მოითქვა და მეზობელს ჩასძახა: „რა სასაცილოა შენი ამ თხრილში ჩავარდნა, შენ ხომ ყველაზე მოხერხებული და ჭკვიანი თხა ხარ, ეს როგორ დაგემართაო?!“
კმაყოფილმა თხამ, როგორც ჩვეოდა ცხვირი ასწია. „განა, ვალდებული ვარ დავეხმარო“ - ეს თქვა თუ არა გზა მშვიდად განაგრძო, მაგრამ ცხვირი ისე მაღლა ჰქონდა აწეული ღრმა თხრილი ვერ შეამჩნია და შიგ აღმოჩნდა.
მორალი (შეგონება): ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს ინფორმაციის ანალიზი და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო