kids.ge logo

ბრძენი და მდიდარი

ფავორიტებში დამატება

იყო კაცი ერთი ბრძენი, რომელი ვაჭრობისა სიმდიდრისაგან დაცემულიყო.

წავიდა და მოვლო პირი ყოვლისა ქვეყანისა და მივიდა ინდოეთს. გამოიკითხა მუნ კაცი დიდად მდიდარი და მდიდრობისაგან უმეტესად ღვთის მოშიში. რა აცნობეს, დაისწავლა სახლი მისი, მივიდა და რქვა კაცსა მას:

- ძმაო, ძოღან ორმოცი ლიტრა ვეცხლი ივასხე, ახლა დიდად მეჭირვება და მომეც, ღვთისათვის გევედრები!

მან მდიდარმან უარყო. რომელი არა ევალა, რას მისცემდა? უთხრა:

- როდეს ვივახშე, მოწამე ვინ გივის და ანუ ხელითწერილი სად არს?

მან კაცმან ეგრე უთხრა:

- მაშინ საქმიანად იყავ და ესრეთ მითხარ: არა მცალს და ხვალე მოდი, ხელითწერილს მოგცემო. მე შენი მორწმუნე ვიყავ, დაგჯერდი, მე სხვა საქმე დამეცა, იგი დამავიწყდა, წაველ და აწ გთხოვ, თუცა მტყუარ ვარ, შენ სახელი ღვთისა იფიცე, ჩემი ვეცხლი არ გევალოს, და გარე შევიქცე!

მან, ღვთის მოშიშმა მდიდარმან, ეგრე თქვა: რასათვის ვფიცო სახელი ღვთისა ამა მცირედსა ზედა. ღმერთს ჩემთვის ეგოდენი უბოძებია, მრავალს კაცს ეყოს. ორმოცი ლიტრა ვეცხლი მას მივსცე, სხვა მე მოვიხმარო და ღმერთი არ გავიწყრომო. არ იფიცა და მას კაცსა თხოვილი მისცა.

მან კაცმან, რომელმან წარიღო ვეცხლი, ეგრე თქვა: ღმერთო, მართალო და ჭეშმარიტო! შენ უწყი, ჩემისა სიგლახაკისათვის ვქმენ ესე. აწ თუ გამემარჯვოს სავაჭროსა ამასა ზედა, ყოველი მონაგები ამავე კაცსა მოვუძღვანო და ყველაყა ვაუწყო.

წავიდა იგი კაცი ჩინ-მაჩინს. ესრეთ ივაჭრა და გამდიდრდა, რომე უდიდესი ვაჭარი აღარ ითქმოდა.

რაოდენთა წელთა უკანის, მუნვე ქალაქად მოვიდა, მონახა მდიდარი იგი, პოვა და იწვია. ამან იცნა და მან მდიდარმან ვერა შეიყვანა სალაროსა თვისსა და, რა რომე აქვნდა, აჩვენა. და უკვირდა მდიდარსა მას დიდება მისი და სიმრავლე უნჯთა. მოუწონა და უქო ყოველივე. მერმე მან კაცმან ამოიღო კლიტე მისისა სალაროსა, მიართვა, ხელს აკოცა და მოახსენა: ესე ყოველი შენია და ღმერთმან გაუფლოსო!

მას მდიდარსა ძოღანდელი საქმე დავიწყებიყო და ჰკითხა ვინაობა და ვითარობა, და მან ყოველივე ყოფილი მოახსენა: ჩემმან სიგლახაკემ მომაგონა, თვარა შენ ჩემი არარა გევალა. მე რა მქონდა, რომ გამევასხა. ესე ყოველივე შენია, დაეპატრონეო!

გაუკვირდა მას მდიდარსა მის კაცისა სიმართლე და გულკეთილობა. ერთი სარტყელი აიღო და ერთი საპერანგე. ეგრე უთხრა: ესეც ამად ავიღე, ნუთუ გულის კლება შეგექმნას, ღმერთმან შენ მოგახმაროს, რადგან შენი ეგეთი კეთილობა ვიხილე, ჩემი რაც მაქვს, იგიც შენი იყოსო.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–16
ოპტიმალური ასაკი: 11–14

სხვა იგავ-არაკები

ვირი, ვეფხი, მელი და მგელი

ერთი ვირი გლახაკისა კაცისა, მიჭირვებული და მჭლე, გაეპარა პატრონსა თვისსა და წავიდა, ერთსა მაღალსა ადგილსა დაისადგურა. ესეთი ადგილი იყო: დიდი წყალი ჩადიოდა და წ...

ბზიკის მწვრთნელი

მე ბზიკს ასრე გავწვრთნი, ჰაერიდამ მფრინავი წერო და ვარხვი ჩამოიღოს. პირველ მოუწონეს. მერმე ჰკითხეს: ვითაო? მან თქვა: - ლერწამში ჩავსხამ, რა დაიმართება, რა წეროს...

ბერი და ყრმა

ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს. ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო? თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცო...

თხა და მელი

ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ...

მეფე და მისი შვილი

იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა: - შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ...

მეფე და სიკვდილი

ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა. რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭუ...

ბრძენი და მდიდარი

იყო კაცი ერთი ბრძენი, რომელი ვაჭრობისა სიმდიდრისაგან დაცემულიყო. წავიდა და მოვლო პირი ყოვლისა ქვეყანისა და მივიდა ინდოეთს. გამოიკითხა მუნ კაცი დიდად მდიდარი და ...

ორი პურით მასპინძლობა

მიველ ერთსა წყაროზე. ორნი კაცნი წყალსა სმიდენ. რა მნახეს, ჩემი ნახვა იამათ. დასხდენ ჭამად. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ რა. მეც დამსვეს. ერთი პური ერთმან დაიდვა ...

ობოლი და მისი დედა

იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა: - დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს? დედამ უთხრა: - შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარ...

გლახა და მდიდარი

ერთი გლახა კაცი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო. ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ონლაინ ვიდეოების გაზიარების უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა გაუზიაროს ვიდეოები ონლაინ უსაფრთხოდ და როგორ უნდა დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026