kids.ge logo

მჭედელი და ეშმაკები

ფავორიტებში დამატება

ერთი მჭედელი იყო ქალაქსა შამისასა. წამსა და წუთს ეშმაკს აგინებდა. შეწუხდენ ეშმაკნი და მჭედლისათვის მახე გააკეთეს. ერთი ეშმაკი ბერის კაცის სახით მოვიდა, ერთი ვაჟკაცი შვილად მოიყვანა, მჭედელს ოცი ფლური მოუტანა: ამ ჩემს შვილს შენი ხელობა ასწავლეო!

მჭედელს იამა და მიიბარა. კარგს სწავლებას დაჰპირდა.

ორს თვეს უკან ერთი ეშმაკი ბერს, უძლურს კაცად შეიცვალა და მოვიდა მჭედელთანა, ორასი ფლური მოუტანა და უთხრა:

- დია დავბერდი, აღარა ძალმიც რა, ეს ხელფასად აიღევ, დამადნევ, გარდამახალისე და ოცისა წლისა გამაკეთე!

მჭედელმან ეშმაკს აგინა: ეს როგორ იქმნება კაცისაგანაო!

შაგირდმან უთხრა: ფლური გამოართვი, მე თოქმაჩის შვილი ვარ, მე კარგა დავახალისებო.

ეშმაკი ეშმაკურის საქმის მცოდნელია. შეკრეს ეს ბერიკაცი, დადვეს. ნახშირი და ცეცხლი დააყარეს და დაუწყეს საბერველით ბერვა, მრავალი იძახა: დავიწვი, ნუ დამწვავთო!

მათ უფრო უბერეს. ეშმაკს რა დასწვავდა?!

ცოტაოდენი ჟამი გამოხდა, ცეცხლიდამ ოცის წლის კაცი ამოძვრა. გაუკვირდა ყოველსა კაცსა და განითქვა ეს ამბავი: ესეთი ხელოსანია იგი მჭედელი, ორასის წლის კაცს დაახალისებს და ოცის წლის ვაჟკაცად შეიქმსო!

მიესმა შამელს ყადს; დია დაბერებულიყო, ორასი ფლური მოუტანა: დამახალისეო!

მჭედელი დაჰპირდა. ეგონა, ამასაც დავახალისებო. გარდააცვეს თავსა ფერხი, ჩადვეს ცეცხლში და დაუწყეს ბერვა. რა გაჩხრიკეს ცეცხლი, ძვალიც ვეღარ პოვეს, ესრეთ დამწვარიყო.

დაიჭირეს საბრალო მჭედელი და დაარჩვეს. ეშმაკებმან ეს ხრიკი უგდეს.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ბრძენი მკურნალი

ჩემი გამწვრთნელი დიდი აქიმი იყო. ყოვლის სენის მკურნალი იყო და თვით დასნეულდა დიდად. მოვიდენ მრავალნი მკურნალნი და რომელნიცა შემოვიდის საწამლოდ, მან სნეულმან ერთ...

თხა და მელი

ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ...

სამნი ბრმანი

იყო ერთი გლახაკი ყრმა. წავიდა სხვაგან სამწიროდ. დაჰყო ერთი წელი. ცხრა ფლური მოიღვაწა. წლის გასრულებაზე წამოვიდა თვისსა თემსა. რა ქალაქს მოახლოვდა, მდინარე იყო ...

ბრძენი და მდიდარი

იყო კაცი ერთი ბრძენი, რომელი ვაჭრობისა სიმდიდრისაგან დაცემულიყო. წავიდა და მოვლო პირი ყოვლისა ქვეყანისა და მივიდა ინდოეთს. გამოიკითხა მუნ კაცი დიდად მდიდარი და ...

ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ც...

ქორი, იხვი და კაკაბი

ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება. იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა. ქორი წაეტანა, ...

იხვი და მყვარი

ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შ...

მეფე და მისი შვილი

იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა: - შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ...

ქურდის მემკვიდრე

თავრიზის ქვეყანას იყო ერთი ქურდი. რომ სხვა ვეღარა დაეხელებინა რა, მკვდარს მოსთხრიდის, სუდარს გაჰხდიდის, შეღებავდის და გაყიდდის. შეწუხდა თემი იგი კაცისა მისგან....

გლახა და მდიდარი

ერთი გლახა კაცი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო. ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სამადალაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს პოზიტიური თვითსაუბარი

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს პოზიტიური აზრების თქმა საკუთარ თავზე.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026