გოგიას ძალიან უყვარს ხილი, ტკბილეული. თუ რამეს მოჰკრა თვალი, აღარ არის მოსვენება:
- ბები, მომე ვაშლი! ბევრი ვაშლი მინდა!
- ბები, მომე თხილი! ბევრი, ბევრი თხილი! ბევრი კანფეტი...
ერთხელ ბებიამ ჩაისვა გოგი კალთაში და დაუწყო ბაასი:
- გოგი, არ მომწონს, მაგისთანა თვალხარბი რომ ხარ. რა ამბავია, სულ ბევრს და ბევრს რომ გაიძახი, აბა, ვნახოთ, რა გაქვს ბევრი!
- თავი ერთია!
- ცხვირი - ერთი!
- პირი - ერთი!
- შუბლი - ერთი!
- თვალი - ორი!
- ხელი - ორი!
- ფეხი - ორი!
გოგია ჩაფიქრებული უსმენდა.
- ბები, შენ დაგავიწყდა, რომ თმა მაქვს ბევრზე ბევრი! - უთხრა გოგიამ ბებოს. ბებიას გაეცინა და ბევრი თხილი მისცა.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ასწავლეთ სანდო ადამიანების ცოდნა
აუხსენით ბავშვს, რომ უნდა იცოდეს სანდო ადამიანები, რომლებსაც შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო