ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე, ფეხები დაუბაკუნა და დაუყვირა:
- ადე, სიღარიბევ, გამეცალე აქედანაო!
- რად უნდა გაგეცალოო? ეს სახლი ჩემიაო!
- შენი კი არა, ჩემიაო. ეხლავე უნდა გამეცალოო!
რომ გაუჭირა საქმე ცხვარმა, სიღარიბემ სთხოვა: სახლის ნახევარი მაინც დამითმეო.
- არა, ვერ დაგითმობო.
ბოლოს სიღარიბე შეეხვეწა: ერთი კუნჭული მაინც დამითმეო.
- ვერ დაგითმობო, მთელი სახლი უნდა დავიჭიროო!
- რად გინდაო?
- რათა და მათაო, რომ ერთს კუთხეში მე უნდა დავდგეო, მეორეში ბატკანი უნდა დავაყენო, მესამეში მატყლს დავდებ და მეოთხეში - ყველსაო.
ადგა სიღარიბე და გაეცალა. მთელი სახლი ცხვარს დარჩა.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
შეაქეთ ბავშვი მისი პროგრესისთვის
შეაქეთ ბავშვი მისი პროგრესისთვის, მაშინაც კი, თუ ის ჯერ კიდევ არ მიაღწია მიზანს.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო