მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი
Project Description
მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი
Project Dateმაისი, 2022
My Roleგამოფენის ზოგადი კონცეფცია და დიზაინი, არქიტექტურული დიზაინი, გრაფიკული დიზაინი და მულტიმედია
Project Byსაქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Addressსოფ. აჭარისაღმართი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, საქართველო
მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი
გამოფენის ერთი ნაწილი ეთმობა მაჭახელას ეროვნული პარკის ფიზიკურ გეოგრაფიული დახასიათებას; წარმოდგენილია ინფორმაცია მაჭახლის ხეობის გეოლოგიური აგებულების შესახებ; გეოლოგიური ნიმუშები; ინფორმაცია ნიადაგების შესახებ და ნიადაგების ნიმუშები; ინფორმაცია ხეობის კლიმატის, ხეობის ვერტიკალური ზონალობის და მცენარეული საფრის შესახებ; ინფორმაცია მწერების, თევზების, ძუძუმწოვრების და ფრინველების შესახებ; წარმოდგენილია ენტომოლოგიური მასალა; სამკურნალო მცენარეები და მათი ჰერბარიუმი; და ჩემი აზრით გამოფენის ერთერთი ულამაზესი ნაწილი — ნაყოფების და ყვავილების ასლები.
გამოფენის მეორე ნაწილი ეთმობა მაჭახლის ხეობის ისტორიას, კულტურას, ეთნოგრაფიას. ცალკე კუთხე ეთმობა მეფუტკრეობას ხეობაში; მოცემულია ინფორმაცია მიწათმოქმედების, ხელოსნობისა და დღესასწაულების შესახებ და რაც მთავარია, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მაჭახლის ხეობის სიამაყე — კაჟიანი თოფი „მაჭახელა“, რომელიც გარდა იმისა, რომ არის ასლი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ორიგინალისა, არის უშუალოდ მაჭახლის ხეობაში შესრულებული ადგილობრივი ხელოსნის მიერ, რის გამოც ის სრულფასოვანი მაჭახლის თოფია.
გამოფენაზე გამოყენებულია როგორც მექანიკური, ასევე ციფრული ინტერაქტიული ელემენტები და ხმოვანი ეფექტები. ვიზიტორს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ეკოსისტემური სერვისების, ტურისტული ბილიკების შესახებ და დაგეგმოს ძალიან საინტერესო, გემრიელი და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ხეობაში, სადაც სხვათა შორის ძალიან საინტერესო, სტუმართმოყვარე და რაც ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო — შეუდარებლად შრომისმოყვარე ხალხს შეხვდება.
გამოფენა მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით და „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ მხარდაჭერით.