kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრი
ჩვენი ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალ სპეციალისტებსა და პედაგოგებს, რომელთა საერთო მიზანია ბავშვების განათლებასა და ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვა. ბავშვებთან საგანმანათლებლო საქმიანობის 11-წლიანი გამოცდილება გვაქვს, ხოლო ჩვენი ორგანიზაციის ისტორია უკვე 15 წელს მოიცავს - ამ წლების განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი, ინიციატივა და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა განვახორციელეთ.
სასწავლო პროცესს ვგეგმავთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ინტერესებსა და საჭიროებებს.
სწავლების პროცესი ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს:
- ბავშვის თავისუფლების პატივისცემა - ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების, არჩევანის გაკეთების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და შემოქმედებითი თავისუფლების უფლება;
- ცნობისმოყვარეობაზე დაფუძნებული სწავლება - სასწავლო პროცესი ხელს უწყობს შეკითხვების დასმას, აღმოჩენას, კვლევასა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას;
- შემოქმედებითი აზროვნების განვითარება - ბავშვს ვეხმარებით საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში, იდეების თავისუფლად გამოხატვასა და მისთვის ბუნებრივი ინტერესებისა და უნარების განვითარებაში.
ბავშვის განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენი მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვის განვითარების საკითხებზე და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა საგანმანათლებლო პროცესში.
2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროგრამები
2026-2027 სასწავლო წლისათვის, რეგისტრაცია დაწყებულია შემდეგ პროგრამებზე:
- სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა
- ინტენსიური (კვირაში სამი დღე)
- ასაკი: 5-6 წელი (წინასასკოლო ასაკის);
- დეტალური ინფორმაცია
- საშაბათო სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა
- მეცადინეობები ტარდება შაბათს, 14:00 სთ-ზე.
- ასაკი: 5-6 წელი (წინასასკოლო ასაკის);
- დეტალური ინფორმაცია
- საშაბათო განმავითარებელი პროგრამა
- ემოციური ინტელექტი, მხატვრული ლიტერატურა, ხატვა
- ასაკი: 4-12 წელი (წინასასკოლო ასაკის);
- დეტალური ინფორმაცია
- საკვირაო ხელოვნების პროგრამა
- ხატვა, ძერწვა ბუნებრივი თიხით
- ასაკი: 4-14 წელი
- დეტალური ინფორმაცია
- ხატვის წრე
- ასაკი: 6-14 წელი
- დეტალური ინფორმაცია
- ინგლისური ენის წრე
- ასაკი: 6-12 წელი
- დეტალური ინფორმაცია
ჯგუფში ჩასაწერად, შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია, თუმცა სასურველია წინასწარ დაგვიკავშირდეთ და გაიაროთ კონსულტაცია კონკრეტულ ჯგუფებთან და განრიგთან დაკავშირებით.
ონლაინ რეგისტრაცია
ჯგუფურ სასწავლო პროგრამებზე, შეგიძლიათ თავად გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული მისამართზე (ონლაინ რეგისტრაციის გვერდზე, თავად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სასწავლო პაკეტი და ჯგუფი):
➛ https://kids.ge/online-registration
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სასურველ ჯგუფში არ არის თავისუფალი ადგილები, რეზერვში ჩასაწერად დაგვიკავშირდით ტელეფონით: 591 42-11-00;
შეხვედრები ფსიქოლოგთან
- ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ფსიქოლოგთან
- ასაკი: 3-დან 16 წლამდე ბავშვებისათვის
- დეტალური ინფორმაცია
- ფსიქოთერაპევტის მომსახურება
- ასაკი: 3-დან 16 წლამდე ბავშვებისათვის
- დეტალური ინფორმაცია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის გამზ. 36
ელ.ფოსტა: info@kids.ge
მობ: (+995) 591 42 11 00
ვაკანსიები Kids.ge-ში
მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენს შესახებ და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგი მისამართიდან.
