kids.ge logo

გოგჩა

ფავორიტებში დამატება
გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,
დესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ;
ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი,
თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ.
მაგრამ ნაქცევნი მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი,
საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა,
სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი
და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა. -
ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზირებენ
დაბურება, მჩუმარება, არა-რაობა.
თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ,
და უნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა:
ჰა, პალატთა დიდებულთა ნგრელი ნაშთი.
ჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,
ჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!

სე კამარა ძლივ საცნობო ყოფილ ტაძარად,
სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა,
სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად,
და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, -

დღეს ეს ნაქცევი, სახირად მაჩრდილობელი,
ჰხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა,
ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელი
მუნ შეფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა!

ეს გროვა ქვათა სახე შლილის ოთხკუთხედისა
ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან;
სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა,
პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან.

მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა მქონე
არა-თუ ვერცხლით, ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი.

აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე;
მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი!

მიხედე ამა ვრცელსა ვაკეს ქვა-ყრილსა ბნელად,
კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა,
ჩოგნით ტაცება ჭაბუკ-მხედართ გამოსაცდელად,
შუბთა ტრილი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა.

ერთგზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი,
ურთიერთთანა კავშირობით ამაღლებულან;
მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი,
დესმე მათში განცხრომილან და განშვებულან.

ქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად,
წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა;
ქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად;
ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა.

რავდენთ ბანოვანთ შვენებანი ახლად მშლილობნი
ჭავლის სიწმინდეს მიზიდავს ნაპირს ამ ტბისას;
ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი
რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას.

რავდენგზის მთვარეს, თავ-მომწონეს მათთან შთახედვით,
უგრძნვია თვისი ჩაგრულ-ყოფა და მოღრუბლვილა!
მაგრამ რა?!. დროსა მსრველის ცელით, ყოვლთა წარწყმედით,
ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა!.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026