kids.ge logo

მამიკოს ბიჭი

ფავორიტებში დამატება

დილიადრიან დედიკო
ფაფას მიმზადებს ბრინჯიანს.
მასობაში, ვვარჯიშობ,
მკლავებზე კუნთებს ვისინჯავ.
მჯერა, რომ მამიკოსავით
მეც კუნთმაგარი გავხდები,
მიტომ გირებს ვეწევი,-
გართობისათვის არ ვცდები.
მამასთან ერთად ვკაჟდები,
ზოს გარს ვურბენთ ძუნძულით.
მეზობლებს მეტად ახარებთ
ჩვენი ვარჯიში გუნდური.
ბაგირზე ვცოცავთ ორივე,
უზში ვხტებით თავურით,
ვთამაშობთ ფეხბურთს, კალათბურთს
სტვენით და აურზარით.
როდესაც სახლში ვბრუნდებით
ვტრაბახობთ მორიგებით:
უბნის გოგოებს დამცველად
მარტო ჩვენ ორნიც ვეყოფით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედამიწასამყაროში ასეა, დედამიწა იბრუნებს, ბუნებას თუ მოვუვლით- მაშინ ჩვენზეც იზრუნებს: ტყე ისევ იშრიალებს,- სუფთ...ბებოს და ბაბუს ჯვრისწერაბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს ჯვრისწერა,- ბებო კაბას ყიდულობს, ბაბუ- ჩოხას იკერავს. მხიარულობს ოჯახი, მოვრ...პრანჭია ანოროცა დედა გადის გარეთ ერთ ჯადოსნურს ვაღებ კარებს, მის ოთახში ვიპარები და სარკის წინ ვიპრანჭები: ვდგები მა...გაზაფხულის წვიმაკაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად გაზაფხულის თბილი წვიმა. არ მაშინებს, ქოლგას ვკეცავ და წვიმასთან ერთად ვცეკვავ...საბავშვო ბაღთან დამშვიდობებაბავშვები და მშობლები ბაღში ერთად მოვედით, გვინდა დავიმახსოვროთ ამ დღის ყველა მომენტი. ძველ ოინებს ვახსენე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026