kids.ge logo

ჩემს მინერვას

1864; ჟურნალი ცისკარი #5

ფავორიტებში დამატება
სიბრძნისა ღმერთო! მე შენი სახე
ყველგან თან მსდევდა გულისა მახე;
მეოცნებოდა ვით ალვისა ხე;
ელვად, მნათობად გულს დავისახე.

სატრფოო! ვარდი, ნამით დამტკბარი,
ვნახე შლილობდა, ამოდ მწყაზარი,
კრთოლვიდა, მქრქალსა ცაზედ ცისკარი,
ვსთქვი: არც ეს არის მინერვას დარი.

ვრბოდე უდაბნოდ, - ტევრთა ბურვილთა,
დევნილი ალით ჩემთა სურვილთა,
ვისმენდი გლოვას ბულბულთ ურვილთა
და წყაროთ კვნესას, ვსებად წყურვილთა.

წარმოვიდგენდი შენსა მზებას:
მაღალს მაგალითს, ტურფას ზნებას;
წმიდას სიყვარულს, მის სიტკბობას,
ასპერეზობას, ტრფობით მხნებას.

შენი ტრფილი მქმენ უძლეველად;
კეკლუცთ დაჩაგრულთ პატივის მცველად,
სიბრძნის მსახურად, სიმართლის მთქმელად
და წმიდის მცნების თავ შემწირველად.

ვრბოდი საკვდავად ბრძოლისა ველად;
გულსა შენ მქონდი და ხრმალი ხელად;
შენი ცილი მზეებრ, დამწველად
წამს მომელვის ცრემლთ დასაღვრელად.

მე შენი სიბრძნე მიყვარს და მრწმენა,
ნებე ჩემზედ შუქიც მოფენა,
ხალ ახალთა ნათელთა ჩენა,
ლხინის და ჭირის გულ გრილად თმენა;

ტურფასა ვარდის საბაღნაროსა,
გულსა ეკალმან ვითღა მნაროსა;
ან რათ ვემსგავსო რხეულს საროსა,
ან ცრემლი რად ვრთო მჩქეფრსა წყაროსა.

მაგრამ აქაცა, მიდამოს არეს,
არ ვიცი, რისთვის ვღვრიდი ცრემლს მწარეს;
თვით ტოლებშიაც ლხინად მჯდომარეს
მზიდავდა მწველი ფიქრი თვის მხარეს...

ღმერთავ!. სად არად შენ მაქვნდი მარად;
დილად სადა არად მნათობთა დარად
ელვარებ ბარად, მთის გასაკმარად;
სურნელ სუმბულად, სატრფოდ საკმარად...

ბროლი ფიქალობ, კეკლუცად ქალობ,
ბულბულებრ გალობ, წინწილათ ძალობ,
ძვირფასად თვალობ, კრთოლავ, ცილობ,
სხივით მამთვრალობ, მწველობ მით ალობ...

შენს ჯაჭვს ნუ ამხსნი; გრძნობით ნუ დამხსნი;
თუ კვალად მტერს დამხსნი; მახვილს ნუ შამხსნი;
მჭევრთ-ქმანი წამსხნი; სიბრძნით ამიხსნი:
ჰაზრნი გამიხსნი, მით ბნელსა მამხსნი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირველი მაისიჩემო პირველო მაისო, გულს ვარდმან სხივი დაისო! ესდენ ელვენ მაისს დღენი, ჰგავს, ბრწყინვიდნენ ბევრნი მზენი. ...ლოცვა ტრფიალისაღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი, გამიქრე სურვილის ალი; რადგან ამ ცეცხლს ვხედავ წმიდად, წვად არს ჩემდა ნაპერწკალ...ალერსიმზეო მივი, მფინე სხივი, დილით ძილით აღდგომილსა; აგრეაგრე მომეფრქვივი; ვიშ მაგ ტურფას შენს ღიმილსა! თვალით...ქართლოსძველად 1853-სა, 4-5, და 1856-სა წელთა. ღვაწლით მოსილს ქართლოსსა, მარსის ველს დაბერებულს, შემდგომ ჟამთა, მ...რა ჰქნას გულმან, როს ჭმუნვა არ მოეხსნეს?რა ჰქნას გულმან, როს ჭმუნვა არ მოეხსნეს? რა ჰქნას, სევდა თუ სწყლავს მარად დაგულსა? რამც იგულოს ვარდნი როს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026