kids.ge logo

სიზმარი

ფავორიტებში დამატება

"წუხელი საზმარი ვნახე,
ნეტავ, დედავ, რაო? -
ალვისხე რომ წამოიქცა,
ნეტავ, დედავ, რაო?"-
"შვილო, შენი ტანი არის,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ხეს რომ ტოტები მოემტვრა,
ნეტავ, დედავ, რაო!" -
"შვილო, შენი მკლავებია,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ვაზს რომ ფურცელი სცვიდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, შენი ქოჩორია,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"წყალს კიდობანი მოჰქონდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, შენი კუბო არი,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ეზოში ძროხა ბღადა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, დედაშენი არი,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ტყეში ირემი ჰყვიროდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, მამაშენი არი,
ვაჰ, შენს დედასაო!"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნეტავი ვიყო მე ვარდინეტავი ვიყო მე ვარდი, შენ წინა გავიშლებოდე, პატარა ჩიტად მაქცია, უბეში ჩაგიჯდებოდე. შაქარ ყინულად მაქცია,...ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ყვავილმა მუხლი იყარა, ფერი იცვალა ყანამა, მალე პურებიც შემოვა, ...ანა ხარ ბროლი, ან ლალიანა ხარ ბროლი, ან ლალი, ყირმიზი ჩამონათალი, ობოლი მარგალიტი ხარ, ფერსა ვერ გიცვლის ზამთარი, თუ გძულვარ, თ...პატარა ქალის ნატვრანეტავი რადმე მაქცია, ბულბულად გადამაქცია, ბულბულის ენა მასწავლა, ამ ბაღებს შემომაჩვია....შევხედე, სვემდა ღვინოსაშევხედე, სვემდა ღვინოსა ყმა, სულთა ჩემთა ზიარი, ვარდნი ეკიდნეს შუბლზედა, საფეთქელზედა - იანი. ვარდნი ვსთხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026