kids.ge logo

ალერსი

ფავორიტებში დამატება
მზეო მივი, მფინე სხივი,
დილით ძილით აღდგომილსა;
აგრეაგრე მომეფრქვივი;
ვიშ მაგ ტურფას შენს ღიმილსა!

თვალით-ალით ციალთ ისრად,
ჰფენს მჭვრეტელთა სავალალოდ.
მისრად მის-სრად ჰსცემს რად, ის რად?
ბულბულთ რაზმთა შესაბრალოდ.

დილის ცრემლი, მონამული,
ვარდსა ნარდსა და იზედ,
ღელავს, ელავს, კრთოლვით სრული,
ცისკარი სჩანს მის წიაღზედ!

ჰა, მწველთა მათ ისართა
გულს დაუდგამ გასაგანად;
ცრემლთა მისთა მოსისხართა
აღგზნებულს გონს მოსაგანად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოცვა ტრფიალისაღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი, გამიქრე სურვილის ალი; რადგან ამ ცეცხლს ვხედავ წმიდად, წვად არს ჩემდა ნაპერწკალ...ჩემს მინერვასსიბრძნისა ღმერთო! მე შენი სახე ყველგან თან მსდევდა გულისა მახე; მეოცნებოდა ვით ალვისა ხე; ელვად, მნათობად...ქართლოსძველად 1853-სა, 4-5, და 1856-სა წელთა. ღვაწლით მოსილს ქართლოსსა, მარსის ველს დაბერებულს, შემდგომ ჟამთა, მ...ვარდიერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული, ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული, გაზაფ...უმანკოებავიხილე ვარდი მწყრალობდა, ცრემლითა გულ მქუხარობდა, ია თავ დახრილ მკრთალობდა, შროშანი ფერით მქრქალობდა, სოს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026