kids.ge logo

ხოგაის მინდი

ფავორიტებში დამატება
ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა,
სული გვინა ჰხდებოდა,
ჩამოდიდა მაკვლავი,
მთვარეც უკუღმა დგებოდა,
ქორ-შავარდენი, არწივი
სუ მხრებით იხოშებოდა.
მაღლის ჭიხის ნადირი
სატირლად ემზადებოდა,
ცხენი იმისი, ტილი,
ლურჯა ტოტზედა დგებოდა;
ცოლი იმისი, ბეჩავი,
სულ შავად იმოსებოდა;
დედა იმის, საბრალო,
ტირის, აღარა ჰხდებოდა,
მამა იმისი საბრალო,
თმა-წვერით იხოშებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არშის კლდეს ვეფხი დავკოდეარშის კლდეს ვეფხი დავკოდე სამჯერ საომრად მეტია. ვაჟკაცს გულადზე _ პურადი სამის გაფრენით მეტია; კაცი რომ კ...მინდორთა მამშვენებელომინდორთა მამშვენებელო, ვარდო, გაშლილო ველადა, სად მოიცალა ი ღმერთმა, შენი თვალ-წარბის წერადა? ვინ მისცა ს...შენ, შემო დიდო იმედოშენ, ჩემო დიდო იმედო, კოშკო ნაგებო კირითა, კახეთს მოჭრილო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა! წითელო მოვის პერანგ...„რა ვქნისა“ ციხე ავაგე„რა ვქნისა“ ციხე ავაგე, ჯავრი შევაბი კარადა, საიქიოდან მოიდენ ამ ციხის სანახავადა. ბევრი უარეს ციხესა, კა...გადაიარე, ღრუბელოგადაიარე, ღრუბელო, ნუ მაიყოლებ ავსაო, მთის პირთ მდგომარე მეცხვარეს, ნუ უზარალებ ცხვარსაო. წელზე არღვევდა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026