kids.ge logo

წუხელის ბიჭი დაბადებულა

ფავორიტებში დამატება
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
სეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის - ცოტნე,
შენ - ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.

წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამომეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გაღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი - ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი - დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.

დაბადებულა ბიჭი პატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დახოცნენ, ისევე ერთად!

წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
სეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.

დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთირის ნათლით განათებულა.

ყველა ზღაპარი - ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.

და გიხაროდენ! ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთინი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თებრონემე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე, შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი, მე რომ ნამდვილი სახმილი მწვავდეს; შენ...შემოდგომაამ ვენახებს გახედეთ, დამწიფებულ ყურძნებს, ახლა ვინც ქალაქშია, გული როგორ უძლებს. თქვენ გეძახით ქალაქელ გო...საახალწლოთოვლმა უცებ დაბურა მინდორი თუ კორდი, თოვლის თეთრი ბაბუა საჩუქრებით მოდის. ათასფერად ბრიალებს ჩვენი ნაძვის...მაცხოვარიუნდა ვირწმუნოთ - ცისკენ სვეტად ასხლტა სინათლე, ლაჟვარდს შეერთო გამოცანა, - კრულვა სატანის. ურცხვად მოძვრე...მზის ჩასვლის მერეგომბორს იქით ჩავიდა მზე, ბრიალებდა ყვარელი, რაღაც უცხო სხივით სავსე, თვალის გასახარელი. მზე ჩასულიც - ათა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026