kids.ge logo

ჯარჯი

ფავორიტებში დამატება
კლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი,
რო ნახო, გაგიკვირდება...
მათ ნაწოლსა, ნადგომსა,
თოლი არ მაკიდება.
ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა,
კლდეზე რქით დაკიდება,
მათ მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაკიდება!..
ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა,
რა მშვენიერნი წვანანო,
რქა რქაზე გადაუხვევავ,
ანგელოზებსა ჰგვანანო.
ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა,
მოგინელებენ ტიალნი!..
არ დაჯერა ჯარჯიმა,
სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვინი.
ჩამაქადლა ვაჟკაცმა
ხირიმი სპილოსძვლინი,
წინ ჯიხვთა, უკან ჯარჯიმა
კლდეზე გადიღეს გრილი, _
ჩაბანოს ჭალას გავარდა
მოყმე ფეხწრიპინი...
მატანეს მამკვდარი,
ტირის ქალი და ზალია,
შამააწვინეს კარზედა
კლდის დაფლეთილი ტანია,
გადაგლეჯილი თავ-პირი,
ყორნის დათხრილნი თვალნია...
სახსოვრად ჯარჯის საფლავზე
დააკრნეს ჯიხვის რქანია,
ერთ გვერდზე თოფი სითა,
მერე გვერდზე ხმალია,
ზედ დაწერეს წერილი:
„ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარია!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაუკარ, ჩემო ჩონგუროდაუკარ, ჩემო ჩონგურო, შენ სალამურო წკრიალა, დაჰბერე ცივო ნიავო, ამღერდი, წყაროვ, წკრიალა, გულს დარდებ გად...არშის კლდეს ვეფხი დავკოდეარშის კლდეს ვეფხი დავკოდე სამჯერ საომრად მეტია. ვაჟკაცს გულადზე _ პურადი სამის გაფრენით მეტია; კაცი რომ კ...მზეო, ამოდი, ამოდი!მზეო, ამოდი, ამოდი! ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა....მარტო ვარ, მარტო ვიმღერიმარტო ვარ, მარტო ვიმღერი, არავინა მყავს მობანე. მაისის წვიმავ, წამოდი, გულის სევდისგან მობანე, ნიავო, წყნ...მუმლი მუხასაომუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026