kids.ge logo

კარიესი

ფავორიტებში დამატება

სტომატოლოგს შესჩივლა
პაწაწინა ნიამ:
- ჩემი თეთრი კბილები
შემიჭამა ჭიამ.

შემძვრალიყო ატამში,
ან დაშაქრულ ბალში,
თუნდაც სულ გადაეხრა
ჩემი ეზოს ვაშლი, -

არ გავუბრაზდებოდი,
გეფიცებით დედას,
ჭისაც ხომ სჭირდება
სათანადო კვება?

მაგრამ ჩემი კბილები
რა ნამუსით დახრა?
ი, როგორ ვანანებ,
თქვენ თვითონაც ნახავთ!

მხრებს იჩეჩავს ექიმი:
- რა მატლი და ჭია?
შენ რაც ჭია გგონია,
კარისი ჰქვია!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026