kids.ge logo

მეოცნებე მფრინავი

ფავორიტებში დამატება
პეტიკოს ძლიერ ემა,
სიცხეში ხეთა ჩრდილები,
გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს,
ისწავლოს გაკვეთილები.

წიგნები სკამზე დაწყო,
წინ კი რველი დადო,
საწერიც მომარჯვა და...
მაგრამ ფიქრებმა წაღო.

ნატრობს პატარა მოსწავლე,
რომ გამოვიდეს მფრინავი,
ნიფორმითა იროს,
და ჰყავდეს მას თვითმფრინავი,

ცაში, ღრუბლებში აჭენოს,
ის რკინის ცხენი ტილი,
ცის კაბადონსა რომ მიწვდეს,
ქროდეს, როგორცა ნივი.

ღრუბელი ხელით გაფანტოს,
და შეგებოს მზის სხივსა,
თქვენ შეგიძლიათ გაფრინდეთ!-
პეტოს ბინდ ბუნდში ესმისა.

ბავშვმა თვალები მილულა,
სევ იძალეს ფიქრებმა,
და იცნებებმა დაფარეს,
ვითარცა თოვლის ფიფქებმა.

მას დავიწყდა ყოველი,
მათემატიკა და ქართული,
ცაში ფრენს ბავშვი უფრთოდა,
პეტო ისეა გართული.

მერე კი ხვრინიც გაისმა,
იმ მეოცნებე ბიჭისა,
ეხლა სეირსაც ვუცქიროთ,
მასთან მურია მიდისა.

და დაითრია ლეკვუნამ,
დავალებების რველი,
მსწრაფლ გამოფხიზლდა მოსწავლე,
ოცნებებისგან ძლელი.

მურიას წიხლი მიარტყა,
ძლივს წააგლიჯა რველი,
ბურდღუნებს გაბრაზებული,
ძილისგან გონარელი.

ლეკვმა კი მორთო წკავ-წკავი,
გაიქცა ბაღის კუთხეში,
იქ ბაყაყიც აყიყინდა,
იქვე დიდ მწვანე გუბეში.

თხრეს: ისწავლე პატარავ,
ჯერ იკითხე და წერეო,
და თუ გამოხვალ ნასწავლი,
კიც გაფრინდები მერეო.

შერცხვა პეტიკოს, ეგ იყო,
მისი ოცნების ფინალი,
შეჰფიცა კარგად ისწავლოს,
და გამოვიდეს მფრინავი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამი მშობელისულ წარჩინებით ისწავლე, იყავ ბეჯითი,მშრომელი, უპირველესად გახსოვდეს, შენი ძვირფასი მშობელი, შენა გყავს სა...ოპუნცია კაქტუსიყვავილნარის კუთხეში, აივანზე კატოსი, დგას უჩუმრად, ბუსხუნა, ოპუნცია კაქტუსი. იამ კაქტუსს დაუსვა, უცნაური ...სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...დაგვეხმარეთ, ბავშვებო!ერთხელაც, განსჯა დაიწყეს გრძნობათა ორგანოებმა, ჩხუბით ყურიც კი წაიღეს, რომელს რა მოეთხოვება. ახსნეს საქმე...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026