kids.ge logo

დათვის ბელი

ფავორიტებში დამატება

- დათვის ბელი სად მიდის
მოდენა ჩანთით?
- სად მიდის და სკოლაში.
- თან რა მიაქვს?
- თაფლი!

- კიდევ?
- ბლომად მოცხარი,
ამდენივე პანტა,
წიგნებისთვის ჩანთაში
ადგილი არ დარჩა.

თანაც ისე ზოზინით
მიუყვება ბილიკს,
სადაცაა გამოვა
ბოლო გაკვეთილიც.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტურა სანიგაიცანით ტურა სანი, ბიზნესი აქვს კრუასანის. არ სცილდება თავის საცხობს, ხან ცომს ზელს და ხანაც აცხობს. იფ,...ბეჰემოტიბეჰემოტმა ჭამა, ჭამა, ყველაფერი გადაჭამა, რა ქნას თუკი მსუქანია, სმა და ჭამა უხარია....რატომ ტირის თუთიყუში- რატომ ტირის თუთიყუში? - კატამ ჩაჰკრა თათი ყურში! - დაუშავა რამე, ნეტავ? - ტლიკინებო დღე და ღამე... - ამ...გიგის და დათას წერილი ცასპატივცემულო ცაო, მოგმართავთ დიდი თხოვნით: გამოგვიგზავნეთ ბავშვებს მონატრებული თოვლი! ნუ მოიმარჯვებთ საცერ...ჭუკებიგაღმა ხედავ? - ჭუკებია, ქათმებს ეჭუკჭუკებიან: - ნუ გაგვამხელთ უფროსებთან, არ მოსწვდებათ აქ ყურიო, გვსურს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026